პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ "მანჩესტერ სიტი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც მას პრემიერ ლიგაში მუშაობა შესთავაზა.
კატალონიელი სპეციალისტი "ქალაქელების" მომდევნო მწვრთნელად ჯერ კიდევ გასული სეზონის მიმდინარეობისას გამოცხადდა, თუმცა მის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აქტიურად უკავშირებდნენ.
გვარდიოლამ თავისი პირველი პრესკონფერენცია უკვე გამართა და აღნიშნა, რომ ინგლისში თავისი ბრენდის, ბურთის ფლობის სტილით ჩემპიონატის მოგების გასამართლებლად ჩავიდა, ამის გარდა კი მან უპასუხა შეკითხვას სხვა პოტენციური სამუშაოს შესახებ.
"სერიოზულად, ეს ერთადერთი შემოთავაზება მქონდა პრემიერ ლიგიდან, ასე რომ, ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი, ვინც მენდო და ამ ქვეყანასა და ჩემპიონატში მომიყვანა.
მწვრთნელმა, ადრე თუ გვიან, უნდა დაამტკიცოს, რომ პრემიერ ლიგაში მუშაობაც შეუძლია. "მანჩესტერ სიტიმ" ეს შანსი მომცა და მადლობელი ვარ. მაქსიმუმს გავაკეთებ ბოლო დღემდე, რათა მიზნებს მივაღწიოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.