ის წელიწადში 15 მლნ. ფუნტს იღებს და მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია და, რა თქმა უნდა, თავისი სიმდიდრე არ ენანება კეთილი საქმისთვის.
ჟოზე მოურინიომ მანჩესტერის ცენტრში ერთ-ერთ უსახლკარო ადამიანს ფულადი დახმარება გაუწია, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ მის ირგვლივ რამდენიმე ცნობისმოყვარე დამკვირვებელი შეიკრიბა.
დამკვირვებლების თქმით, ხელგაშლილმა მოურინიომ თავისი საფულიდან 20 ფუნტი ამოიღო და ერთ კაცს გადასცა.
ამის შემდეგ "განსაკუთრებულს" რამდენიმე მოწყალების მვედრებელი აედევნა ქალაქის ცენტრში თავისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად გადაადგილებისას, რისი ამსახველი ფოტომასალაც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ: