თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 15:03
ავტორი: ViDa,
ნანახია: 4697,
კომენტარები: 52
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია
ნაწილი მეორე
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია
"საუკეთესო წიგნი, რაც ოდესმე ფერგიუსონზე დაწერილა"

The Mail

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

იგი "იუნაიტედს" უდგას სათავეში

"ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა. "

ალექს ფერგიუსონი, 1986 წელი.

ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდზე" მოვიდა 1986 წლის 6 ნოემბერს, შეაფასა როი ატკინსონის გამანადგურებელი შედეგი, გაუღიმა "იუნაიტედის" მუშაკებს, რომლებიც მის შესაგებბებლად შეიკრიბნენ და გაეხუმრა ერთ-ერთ მათგანს. მან როგორც დაიწყო, ისე განაგრძო - როგორც ცივილიზებული ადამიანი, იგი თვლის, რომ მთავარია ყელაფერს ერთნაირად მოეკიდო, არ აქვს მნიშვნელობა ექიმი ხარ თუ მეცნიერი. ფერგიუსონი, რომელიც მაშინ ორმოცდაოთხი წლისა იყო, იცოდა რომ დაიწყო ისეთ გუნდში მუშაობა, რომელიც მისთვის იყო შექმნილი. და ასე იყო ყოველთვის - ასე არ არის? დაწყებული თავისი გზის აგებით ბავშვობაში, სავსე ოჯახური სიყვარულით, თუმცა არც ისე პრივილეგიური, დამთავრებული სხვადასხვა საფეხურზე გადატანილი პრობლემები და სირთულეები ფეხბურთში, თავიდან ფეხბურთელის რანგში, შემდეგ კი მწვრთნელის. იუნაიტედში მოსვლისთანავე მას გიგანტური ამოცანა შეხვდა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა. დიახ, ფერგიუსონი ალბათ ტოპ გუნდს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ იმ დროს იუნაიტედს ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა: გუნდი ჩარჩა სატურნირო ცხრილის ბოლოში, მაშინდელ პირველ დივიზიონში და გუნდს ლიგიდან გავარდნა ემუქრებოდა. ფერგიუსონმა უცებ დაამყარა გუნდში დისციპლინა, რომელიც ძალიან სჭირდებოდა იუნაიტედს: მან მოითხოვა, რომ ფეხბურთელებს თავი დაენებებიათ სმაზე და ფიზიკური მომზადება დაეწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეეძლოთ წასულიყვნენ ველოსიპედზე ეკათავათ. რკინის მუშტი ამუშავდა: იუნაიტედმა სატურნირო ცხრილში მაღლა აიწია და სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


პირველ სეზონში ფერგიუსონმა თავისი მიზნები სმი-ს უამბო:როგორც აბერდინში, მას სურდა ყველაფრის მოგება, თუმცა იუნაიტედი, როგორც შოტლანდიური გუნდი "აუტსაიდერათ" ითვლებოდა, როდესაც საუბარი რაიმეს მიღწევაზე და დიდებაზე მიდიოდა. როგორც აბერდინი, მის ახალ გუნდს უნდა ამოეყირავებია მთელი ინგლისის ჩემპიონათი, იმისათვის რომ თავის მიზნებისათვის მიეღწია. ეს იყო პიროვნება, რომელმაც "პიტორდოზე" აბერდინის მოედანზე თავის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, მოშალა "გლაზგოს" დომინირება ჩემპიონატში. ახლა ფერგიუსონის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ყველაფერი იგივე გაეკეთებია, ოღონდ უკვე იუნაიტედში და მოეშალა ლივერპულის დომინირება ინგლისში. იმ დროისათვის, გუნდის ერთადერთმა ვარსკვლავმა ბრაიან რობსონმა დაადასტურა, რომ მის ახალ მწვრთნელს, მხოლოდ ეს ამბავი აჯავრებდა:"მისი მიზანი იყო, რომ გზიდან ჩამოეშორებია ლივერპული და ევერტონი, და იუნაიტედი პირველ გუნდათ გაეხადა ინგლისში."

და, დაე ყველაფერი ასე მოხდეს: იგი სრულიად გამოცვლის გუნდს სამ ურთულეს წელიწადში და მიაღწევს მის მიზანს-აჯობოს ლივერპულს შვიდ წელიწადში. მაგრამ, ამისათვის სრული რევოლუცია იყო საჭირო "ოლდ ტრაფორდზე":საჭირო იყო უამრავი და არა სასიამოვნო ცვლილებები განხორციელებულიყო შტაბში. ფერგიუსონს ყველაფრის თავიდან აშენება მოუწია.

ატკინსონის ხუთ წლიანი "მეფობა" იყო ბრჭყვიალების ფესტივალი და ფუფუნება იუნაიტედის გულშემატკივრებისათვის. რონმა გუნდი მიწამდე მოიყვანა, მაგრამ ვერ შეძლო უფრო ქვემოდ ჩასვლა იმის გამო, რომ ვიზა ვერ აიღო, რამაც ხელი შეუშალა მაც ოცნების ასრულებაში. ფერგიუსონთან განსხვავებით, თანახმა იყო რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოსულიყო, თუმცა მას რომ დისციპლინა გაემკაცრებია, ლიგას უეჭველად მოიგებდა. თუმცა, მოდით ვაღიაროთ, რომ "დიდი რონის" წარუმატებლობა იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროს უბრალოდ ლივერპულის ხანა იყო. ატკინსონი მუშაობდა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყოველი რთულ საქმეს დასვენება მოყვებოდა-მაგრამ მან ვერ შეძლო, თავის ფეხბურთელებისათვის შეეგნებინა, რომ თავისი თავისთვის მიეხედათ. როდესაც ფერგი გუნდში მოვიდა, იგი გაოცებული დარჩა ასეთი დაბალი ფიზიკური მომზადების დონით და მწვრთნელისადმი უპატივცემულობით. ცნობილია ერთი გამონათქვამი, რომელიც ხშირად ასოცირდება ატკინსონთან და მის გუნდში ყოფნის პერიოდთან და ვფიქრობ რომ სწორი იქნება თუ ამ გამონათქვამს გამოვიყენებ. არსი იმაში მდებარეობს, რომ იუნაიტედის გულშემატკივრებს რონი იქამდე უყვარდათ, სანამ გუნდმა უკუღმა დაიწყო სიარული. მაშინ, მათ ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ ატკინსონი კიდევ ერთხელ მოიგებდა რაიმე თას იუნაიტედთან ერთად.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


ეს გონივრული კრიტიკაა. თუმცა ატკინსონმა, რომელიც მხიარული პიოვნება იყო, წინააღმდეგის გაწევას შეეძლო:"ხო მაგრამ, ადრე ხომ ყველაფერი მაგრად მიდიოდა ..." მან ხალხს, ისიც არ შეახსენა, რომ გუნდთან ორჯერ მოიგო ინგლისის თასი 1983 და 1985 წლებში. ღონიერი ნახევარმცველი, იგი მწვრთნელიც ღონიერი იყო, სანამ იუნაიტედში მოვიდოა 1981 წელს. რონმა თავისი სამწვრთნელო კარიერა 1972 წელს დაიწყო 32 წლის ასაკში, "კეტტერინგ ტაუნში", რომელიც ლიგაში არ შედიოდა. 1974 წელს ატკინსონი ლიგაში გადავიდა და "კემბრიჯ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. 1978 წელს იგი საპასუხისმგებლო სამუშოზე დანიშნეს, ატკინსონი "უესტ ბრომვიჩის" მწვრთნელი გახდა. მან გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში აიყვანა და რამოდენიმეჯერ უეფას ტურნირზეც მიიღო მონაწილეობა. იუნაიტედის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ატკინსონი ზუსტად ის იყო ვინც გუნდს დაეხმარებოდა ამ შავი ორმოდან ამოსვლას. რონმაც თავისი საქმე მშვენივრად გააკეთა, მან აჩვენა გულშემატკივრებს ისეთი თამაში, როგორცას ითხოვდნენ. მან, თან იყიდა რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით ძალიან დაეხმარებოდნენ გუნს. ძირითადად ესენი იყვნენ:ფრენ სტეილპტონი, გორდონ სტრანჩი, არნოლდ მიურენი და საოცნეობა კაპიტანი - ბრაიან რობსონი. ბოლო ფეხბურთელი მისი საუკეთესო შენაძენი აღმოჩნდა და ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იუნაიტედის ისტორიაში. რეკორდული ბრიტანეთისათვის ტრანსფერის(1.5 მილიონი ფუნტი) შემდეგ, რობსონი "ოლდ ტრაფორდზე" 1981 წლის ოკტომბერში გადმოვიდა და გახდა ფეხბურთელი, რომლის გარშემო ატკინსონი ჩამოაყაიბებს მუშკეტერების გუნდს. რობსონმა, რა თქმა უნდა ამოიღო ის ფული რაც გუნდმა მასში გადაიხადა:გახდა ბრიტანეთის საუკეთესო წამყვანი ნახევარმცველი და დაიკავა ადგილი იუნაიტედის ლეგენდარული ფეხბურთელებს შორის. 12 წლის განმავლობაში ლეგენდარულმა "7-ნმა" 437 მატჩი ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა. ცნობილი თავისი ტექნიკითა და საჯარიმოში შესვლით, იგი თავისი ნაკრების კაპიტანიც გახდა, 90 მატჩი და 26 გოლი. რობსონმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე: 1982, 1986 და 1990 წლებში. გოლმა, რომელიც მან 1982 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ გაიტანა, დაიკავა მეორე ადგილი ყველაზე სწრაფ გატანილ გოლებში.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


თორმეტ წლიანმა კაპიტნობამ იგი გახადა ადამიანად, რომელმაც ყველაზე მეტჯერ ატარა კაპიტნის სამკლაური. ფერგიუსონთან ერთად რობსონმა მოიგო ინგლისის თასი 1990-ში, თასთა მფლობელთა თასი 1991-ში, ქვეყნის ჩემპიონატი 1993 და 1994 წლებში. მისი გუნდში ნათამაშები და ნაკრებში ნათამაშებ მატჩების რაოდენობას თუ დავთვლით, შეგვიძლია საოცრებათ მივიჩნიოთ. მას ყოველთვის დასდევდა ტრავმები და სამჯერ ჰქონდა ფეხი მოტეხილი. ფერგიმ ააშენა ბრაიანის საოცნებო გუნდი, იმის შემდეგ, როდესაც მან უთხრა რობსონს, რომ დაევიწყა ყველაფერი, რაც ატკინსონთან ისწავლა. 1986 წელს ატკინსონი საბოლოოდ დაიხარჯა: მისმა გუნდმა 10 თამაში მოიგო ზედიზედა და 15 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო. გუნდმა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ლივერპულს 14 ქულით ჩამორჩა, გუნდს რომელიც მუდმივ ჩემპიონათ ითვლებოდა. შემდეგ სეზონში, ცუდი სტარტის გამო იგი ოქკომბერში მოხსნეს პოსტიდან. მარკ ჰიუზის ტრანსფერმა 2.5 მილიონ ფუნტად ბარსელონაში და რეი უილკინსონის ტრანსფერმა მილანში უფრო დაწყვია გული რონ ატკინსონს:ახლა გუნდში სიცარიელე იგრძნობოდა, იმაქნისობა და მას ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ოდესმე ეს გუნდი შეძლებდა ჩემპიონატის მოგებას. სხვა რომელიმე ინგლისის გუნდისათვის: ორჯერ ასოციაციის თასის, ორჯერ მესამე და სამჯერ მეოთხე ადგილი ლიგის ჩემპიონატში ალბათ დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, მაგრამ იუნაიტედში არა.

ფერგის დროს, ფეხბურთელების დროს ტარება, უსაქმურობა და ლაყბობა, როგორც იქნა დამთავრდა. ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად მოვიდა ახალი გამკაცრებული რეჟიმი. რეჟიმი, რომელსაც შეეძლო ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იუნაიტედი, ჩემპიონატის უდაო ლიდერად გაეხადა. ალექს ჩემპენ ფერგიუსონის ეპოქაში იუნაიტედმა ისევ დაიწყო ტიტულების მოპოვება, როგორც შიგა ჩემპიონატში ასევე ევრო თასებზეც.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

იმ ცივ ღრუბლიან დღეს, 1986 წლის ნოემბერში მკაცრმა შოტლანდიელმა, რომელიც იუნაიტედის მერვე მწვრთნელი იყო ომის შემდეგ, უჩვენა ყველას, რომ ატკინსონთან განსხვავებით, იგი ყველასთან კეთილი არ იქნებოდა. ფერგი მოდიოდა ოფისში დილის რვა საათზე კვირაში ხუთი დღე-მოდიოდა პირველი და მიდიოდა ყელაზე ბოლო. ამით იგი მაგალითს აძლევდა თავის ფეხბურთელებს და შტაბის წევრებს. მის პიველ მატჩში, რომელიც დანიშვნის ორი დღის შემდეგ ჩატარდა, უცებ გარკვა იმ საკითხში, რომელიც მის წინ იდგა იუნაიტედის მარცხის შემდეგ (0-2). როგორც უკვე ავღნიშნეთ, მან თავისი გუნდი ნამდვილად შეცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია
სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


ფერგიმ გუნდისათვის საჭიროდისციპლინის გამოყენებას შეუდგა. და მან იცოდა, რომ საქმე გუნდის ყველაზე ტალანტურ ფეხბურთელებთან და გუნდის ვარსკვლავთან უწევდა. დიახ, მისი სიყვარული გუნდის მიმართ ისეთივე იყო, როგორც მისი ნიჭი. რობსონს, პოლ მაგკარტს და ნორმან უატსადს სამ მუშკეტერს ეძახდნენ. უნდა ვთქვათ, რომ მისი გუნდის სიყვარულის გამო, მხოლოდ იგი გადარჩა ამ სამიდან ფერგიუსონის გატარებული დისციპლინის შემდეგ. ის ორი ირლანდიელი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ არ შეეძლოთ სასმელის გარეშე და ამიტომ ისინი გუნდიდან დაითხოვეს. რობის თავისუფლად შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ფერგიუსონისათვის, მაგრამ ამის გამო ის გუნდიდან გავარდებოდა, ეს კი უკმაყოფილებას გამოიწვევდა გულშემატკივრებში. თუმცა, ბრაინს ეს არ გაუკეთებია, იმიტომ რომ მას იგივე მიზანი ამოძრავებდა რაც ფერგის, ისინი ორივე ფიქრობდნენ გუნდის კეთილდღეობაზე. 1987 წელს ფერგიუსონმა თავისი სატრანსფერო რევოლუცია დაიწყო. შეიძინა:სტივ ბრიუსი, ვივ ანდერსონი, ბრაიან მაკკლერი და ჯიმი ლეიტონი. მანჩესტერმა წინ გასწია და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა ლივერპულის შემდეგ. თავისი პირველი ტიტული ფერგიუსონმა 1990 წელს მოიგო ასოციაციის თასი, თასი რომელიც გუნდმა მაშინ ხუთი წლის უკან მოიგო, ატკინსონთან ერთად. ფინალში კრისტალ პალასის წინააღმდეგ, პირველი გოლი რობომ გაიტანა. მატჩი 3-3 მორჩა. გადათამაშებაში გამარჯვებული იუნაიტედი აღმოჩნდა. ბრაიან რობსონი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამჯერ მოიგო უემბლიზე ასოციაციის თასი კაპიტნის სამკლაურით.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


გათამაშებაში მოპოვებულმა ტრიუმფმა ფერგიუსონს სტიმული მისცა, იმისათვის რომ თავისი საქმე დაუზარებლად გაეგრძელებია. რობომ გაიხსენენა გამარჯვება 1990 წელს პელესის წინააღმდეგ სიამაყით და შვებით, იმიტომ რომ იმ გამარჯვებამ ფერგიუსონს ადგილი შეუნარჩუნა გუნდში. მან ირწმუნა ის ადამიანი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინას, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთაც. რობსონმა ერთხელ თქვა:"მე კარგი მოგონებები მაქვს იმ ფინალურ მატჩთან, საერთოდ მე არასდროს არ წამიგია ამ ტურნირის ფინალი, მაგრამ ეს განსხვავებული იყო. 90 წლის ფინალს მე ყველაზე მეტად ვაფასებ. არც თუ ისე ბევრი აძლევდა კიდევ ერთ შანს კრისტალ პელეს, ამ გუნდა გვიჩვნენა რომ მათაც შეუძლიათ თამაში და არცერთი გუნდის დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ გადათამაშება გვიწევდა, მაგრამ მე ძალიან მოხარული ვიყავი რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა სილა შეაყარა სმი-ს. ძალიან ბევრი უსიამოვნება იყო. ხალხი ამბობდა, რომ გუნდი სრული ძალებით არ თამაშობდა. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პოლ ინსი და გარი პალისტერს ძალიან ბევრი კრიტიკის მოსმენა უწევდათ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თუ ჩვენ ამ მატჩს ავაგებდით, მაშინ ფერგიუსონს დაითხოვდნენ, მაგრამ ეს კიდევ ერთი ჭორი აღმოჩნა. ამ გამარჯვებამ ჩვენ ძალიან ბევრი რამ მოგვცა და დაგვეხმარა გადავქცეულიყავით იმ გუნდათ, როგორიც დღეს ვართ. მან ჩვენ დიდი სულისკვეთება მოგვცა, შემდეგ სეზონში თასთა მფლობელთა თასი მოვიგეთ და ამის შემდეგ, საერთოდ ტიტულები თვითონ მოდიოდნენ."
1989 წელს საახალწლოდ ფერგიუსონი ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიდა. გუნდის გულშემატკივრები მეტს ითხოვდნენ, ამასთან ერთად იუნაიტედი 1-5 დამარცხდა მანჩესტერ სიტისთან. 1990 წლის იანვარში ბევფრმა სპეციალისტმა იწინასწარმეტყველეს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლა. მათ შორის იყო ლივერპულის ლეგენდარული კაპიტანი ემლინ ჰიუზი. The Daily Mirror-მა იმ ზამთარს გამოაქვეყნა სტატია სახელად "ფერგიუსონს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლირება", რომელშიც ჰიუზი აკრიტიკებდა ფერგიუსონის მართველობის სტილს. სინამდვილეში ეს სტატია სხვა რამეს ამტკიცებდა:ემილ ჰიუზი ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, რომელიც დღეს ძალიან გვაკლია, მაგრამ მას არ გააჩნდა ჟურნალისტობის ნიჭი და წინასწარმეტყველება.

1990 წელს ფერგიუსონი თავდაჯერებულად მიუდგა ერთ-ერთ თამაშს, რომელიც შემდეგ გადამწყვეტი აღმოჩნდა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ნოტინგემ ფორესტთან მარცხი საბოლოო იქნება ფერგიუსონისათვის, მაგრამ იგი გადარჩა იმის წყალობით, რომ გოლი რეზერვისტმა მარკ რობინსონმა გაიტანა. შემდეგ სეზონში ფერგიუსონის ტალისმანმა ბრაიან რობსონმა, მხოლოდ 17-ჯერ მიიღო მონაწილება ჩემპიონატში, თუმცა იგი სრულიად გამოჯამრთელდა თასთა მფლობალთა თასის მატჩთან და იუნაიტედმა ლეგენდარული გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 2-1 ბარსელონასთან. როტტერდამში გუნდმა არაჩვეულებრივ წარმატებას მიაღწია, მაგრამ კრიტიკები არ ცხრებოდნენ, ალბათ იმის გამო, რომ გუნდს 23 წელი ლიგა ვერ მოეგო.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


1992 წელს ჩანდა თითქოს, ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა და გუნდს წინ არანაირი კოშმარი არ ელოდა, მაგრამ ერთადერთმა კონკურენტმა ლიდსმა შეძლო წითლების უკან ჩამოტოვება და ლიგის ჩემპიონი გახდა. გამარჯება ლიგის თასზე ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ (1-0), არც თუ ისე დამამშვიდებელი იყო, მაგრამ ეს იყო რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ტიტული.

სერ ალექს ფერგიუსონი. ლეგენდრული მწვრთნელის ბიოგრაფია


წითლების გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ გუნდის ჩემპიონობას, როდესაც დაინახეს გაღიმებული ფრანგის სახე. დიახ, ეს იყო ერიკ კანტონა, რომელიც თავდაჯერებულად მიეშურებოდა ოლდ ტრაფორდისკენ. იგი მოედანზე ისე გამოვიდა, თითქოს მთელი მსოფლიო მას ეკუთვნოდა. მისი ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე, ფერგიუსონმა უდიდეს წარმატებას მიაღწია.

გაგრძელება იქნება ...

პირველი ნაწილი
ბიოგრაფიები
52 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 15:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მალაცი ლაშა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: ViDa
14 ოქტომბერი 2012 15:07
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ისიამოვნეთ მეგობრებო, მესამე ნაწილს იქეთ კვირაში შემოგთავაზებთ alex

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: rooney-nika
14 ოქტომბერი 2012 15:08
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
კარგია სააღOლ საიტმა ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მუშაობა ჭირსაც წაუღია მაშIნ სხვა საიტები ახლაც ჭირსაც წაუღია მარა მაინც troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№4
ავტორი: Jubo
14 ოქტომბერი 2012 15:08
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ ლაშა :* ველოდები მესამეს. რა კაია ასეთი სადა და უფერო სტატიები love derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: rooney-nika
14 ოქტომბერი 2012 15:10
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: ...RooNeY...FaN...
საღოლ ლაშა :* ველოდები მესამეს. რა კაია ასეთი სადა და უფერო სტატიები

ხო რა უფრო კარგი ყოფილა ფერადში აჭრელებული იყო სიახლე ცისარტყელა გეგონებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№6
ავტორი: ViDa
14 ოქტომბერი 2012 15:11
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
rooney-nika,
შავი და შარდის ფერი ცისარტყელა არ მინახავს ჯერ troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: BERDI
14 ოქტომბერი 2012 15:13
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ViDa,
wink wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: rooney-nika
14 ოქტომბერი 2012 15:14
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: ViDa
rooney-nika,შავი და შარდის ფერი ცისარტყელა არ მინახავს ჯერ

love შავი იყო და წიტელიც წყარო თან ალურჯებდნენ troll ზოგიეთი ფუბლიშერი:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№9
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 15:15
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: ViDa
შავი და შარდის ფერი ცისარტყელა არ მინახავს ჯერ

საღოოლ lol2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Berba 9
14 ოქტომბერი 2012 16:20
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
წავიდა ეგრევე ფავორიტებში :))) ძველი ვიდა ჩვენთანაა :))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top