"ევერტონი" ხუან მატას ტრანსფერს მართლაც განიხილავს.
რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ხუან მატას შეძენა შესაძლებელია.
ესპანელი ნახევარმცველის "იუნაიტედთან" დაკავშირებული მომავალი, "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ საეჭვო გახდა.
პორტუგალიელი სპეციალისტი მატასთან "ჩელსიში" მუშაობდა და 2014 წელს ესპანელი "იუნაიტედში" გაყიდა, რადგანაც მის დაცვით უნარებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა.
ამჯერად კი ისინი "იუნაიტედში" გაერთიანდებიან, სადაც მოურინიომ უკვე შეიძინა მატას პოზიციაზე მოთამაშე ჰენრიხ მხითარიანი, რაც თავისთავად შეიძლება ნიშნავდეს მატასთვის მეორეხარისხოვანი როლის დაკისრებას.
ამ ვითარებით ისარგებლებს "ევერტონი", რომლის მფლობელიც მილიარდერი ფარჰად მოშირი გახდა და 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება.
რონალდ კუმანმა უკვე დაადასტურა, რომ მისი გუნდი მატას ტრანსფერს მართლაც განიხილავს.
როცა გულშემატკივრებმა ჰკითხეს, მატას გადაბირება სურდა თუ არა, მან უპასუხა: "დიახ, ეს შესაძლებელია".
წყარო:
express