"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულებმა ერიკ ბაიიმ და ჰენრიხ მხითარიანმა პირველად გამოსცადეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა სიყვარული, როცა მათი სასტუმროს წინ მომლოდინეებს შეხვდნენ.
სომხეთის ნაკრების კაპიტანი და კოტ დ'ივუარის ნაკრების მცველი ჟოზე მოურინიოს პირველ შენაძენთა შორის არიან ზლატან იბრჰაიმოვიჩთან ერთად, "წითლები" კი მათ სიაში პოლ პოგბას შეყვანასაც ცდილობენ.
მხითარიანმა და ბაიიმ მანჩესტერში მდებარე სასტუმრო "ლოურის" წინ მომლოდინე გულშემატკივრებს ავტოგრაფები მისცეს და მათთან ერთად "სელფი" გადაიღეს.