"პაჩუკას" მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ირვინგ ლოსანოს თაობაზე შეთავაზება არ გაუკეთებია.
20 წლის ფეხბურთელის ირგვლივ გავრცელებული ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მისმა სიმამრმა განაცხადა, რომ მისი სიძე პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდოდა.
თუმცა ალონსო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ "იუნაიტედს" ჯერ ფორმალური შეთავაზება არ გაუკეთებია.
"მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ლოსანო კლუბის ოფიციალურ პირებს ესაუბრა. ხესუს მარტინესმა სიტუაციის რეალური მხარე აუხსნა.
რეალობა კი ის არის, რომ დღეს მხოლოდ "პაჩუკაზე" უნდა იფიქროს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერია.
ლოგიკურად, დიდი კლუბების მხრიდან ინტერესი უნდა იყოს, მაგრამ შემოთავაზება არ მიგვიღია. რომ მიგვეღო, მას პირველ რიგში ეცოდინებოდა, მაგრამ ჩვენ "ელ ჩაკის" დატოვებას ვგეგმავთ", - განაცხადა "პაჩუკას" მწვრთნელმა.