პოლ პოგბას მომდევნო კლუბის სახელი მალე გახდება ცნობილი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე 48-საათიან მოლაპარაკებებს მართავდა, რომლის საფუძველზეც შეიძლება გადაწყდეს, რომ ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება - იტყობინება Sky Sports-ი.
"იუვენტუსს" 23 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ აცნობიერებს, რომ 100 მლნ. ფუნტიანი შეთავაზების ფონზე, რომელსაც "იუნაიტედი" ფეხბურთელისთვის შეთავაზებულ 300 ათასიან კონტრაქტს უმატებს, სურვილის დაკმაყოფილება გაუჭირდება.
ფეხბურთელით მადრიდის "რეალიც" ინტერესდება და გამოცემის საფეხბურთო ექსპერტი გილიემ ბალაგიე აცხადებს, რომ ზინედინ ზიდანი და ფლორენტინო პერესი პოგბას გადაბირებაში დარწმუნებულნი არიან.
პოგბა და მისი წარმომადგენლები მოვლენების განვითარებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგისთვის გადადეგებენ.
საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დღეს ტურნირის მეორე ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ და მატჩში პოგბაც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ედ ვუდვორდს უკვე აქვს პოგბას აგენტთან, მინო რაიოლასთან თანამშრომლობის გამოცდილება. ჰენრიხ მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერესებს სწორედ რაიოლა იცავს.
წყარო:
skysports