ფრანგი ნახევარმცველის ალტერნატივა მისი თანამემამულეა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბლეზ მატუიდის პოლ პოგბას ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.
"პარი სენ-ჟერმენის" 29 წლის ნახევარმცველსა და პოგბას ერთი და იგივე აგენტი, მინო რაიოლა ჰყავთ. ამ უკანასკნელმა კი თავისი ორი კლიენტის, ჰენრიხ მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის "იუნაიტედში" გადასვლას შეუწყო ხელი.
მატუიდის "პარკ დეს პრინსის" მკვიდრებთან მოქმედი კონტრაქტი 2 წელში ეწურება და ბოლო პერიოდში მას კლუბის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ. პსჟ-მ მის პოზიციაზე უკვე შეიძინა "სევილიადან" გრეგორჟ კრიხოვიაკი, ხოლო ჰატემ ბენ არფას გადაბირებამ ნახევარდაცვაში კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" არჩევანი პირველ რიგში პოლ პოგბაზე ჩერდება და კლუბი დარწმუნებულია, რომ ტრანსფერის განხორციელებას შეძლებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართება, "წითლები" "იუვენტუსის" ნახევარმცველის ნაცვლად ბლეზ მატუიდის შეიძენენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინო რაიოლამ პოლ პოგბას "იუნაიტედში" დაბრუნება ურჩია, კლუბს კი ტრანსფერის განსახორციელებლად, თავის მხრივ, მაქსიმუმის გაკეთება დაჰპირდა.
წყარო:
M.E.N.