თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2016, 13:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2042,
კომენტარები: 8
კოულმენი: "სერ ალექსმა ჩემი კარიერა გადაარჩინა"
კრის კოულმენი სერ ალექსზე საუბრობს.
კოულმენი:
უელსის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, კრის კოულმენმა აღიარა, რომ 2011 წელს მისი კარიერა სერ ალექს ფერგიუსონმა იხსნა.

2010 წლის მაისში კრის კოულმენი ჩემპიოშიპიდან გავარდნის შემდეგ, "ქონვერტი სიტიდან" გაუშვეს და უელსელი სპეციალისტი თითქმის მთელი წელი უმუშევარი იყო, თუმცა, მომდევნო წლის მაისში სერ ალექსის რჩევით იგი ბერძნულ კლუბ "ლარისას" ჩაუდგა სათავეში.

2012 წლის იანვარს, გარი სპიდის გარდაცვალების შემდეგ კოულმენი "დრაკონების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა, რის შემდგეც ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა.

კოულმენი: "სერ ალექსმა ჩემი კარიერა გადაარჩინა"


პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩის წინ, ბრიტანულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში კოულმენმა განაცხადა: "ოთხის წლის წინ, მე ვწვრთნიდი პრემიერ ლიგის კლუბს, შემდეგ კი სერ ალექსის რჩევით საბერძნეთის მეორე დივიზიონის გუნდში დავიწყე მუშაობა. მან მირჩია, რომ ნებისმიერი სამუშაო მიმეღო და არცერთ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში სამსახურის გარეშე არ დავრჩენილიყავი. სწორედ ასე მოვიქეცი."

წარსულში უელსის ნაკრების მოთამაშემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მწვრთნელებისთვის სამუშაოს პოვნა არც თუ ისე ადვილია და ეს რისკიც ხშირ შემთხვევაში არ მართლდება.

"ძალიან ბევრი მწვრთნელი ზის სამსახურის გარეშე, რადგან ვაკანსია არც ისე ბევრია. თამაშის წესი ასეთია, შეცდომა არ უნდა დაუშვა. თუ არ გაგიმართლა ორ კლუბში, მესამე შანსს ძალიან რთულად მოგცემენ. "ქოვენთრიში" არ გამიმართლა და შეიძლებოდა ამაში გარემოებები დამედანაშაულებინა, თუმცა, თუ სიმართლეს ვიტყვით, დამნაშავე მე ვიყავი. "ქოვენთრიდან" წამოსვლას ერთწლიანი უმუშევრობა მოჰყვა, თუმცა ეს წელი ჩემს სასარგებლოდ შემოტრიალდა. მქონდა დრო მეფიქრა, მწვრთნელის სამუშაოს მიდგომაზე და სამიზნეებზე, მაგრამ ავღმოჩნდი საბერძნეთის მეორე დივიზიონში. ჩემდა გასაკვირად, ეს იყო ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგი გამოცდილება, რადგან კომფორტული ზონის დატოვების შემდეგ ძალიან ბევრი ვისწავლე. ცხოვრება მოითხოვს ახალ კითხვებს, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე.

"როდესაც მუშაობ ინგლისსა თუ შოტლანდიაში, შენ ყველაფერი იცი. სხვა ქვეყანაში კი, სრულიად განსხვავებული თამაშია. ამას კიდევ და კიდევ გავაკეთებ. მოხარული ვიქნები, თუ საზღვარეგარეთ მუშაობის საშუალება კვლავ მომეცემა, რადგან ეს მაძლიერებს."
-აცხადებს კოულმენი

კოულმენის მუშაობა "ლარისში" არ იყო თვალსაჩინო, თუმცა ძალიან გამოცდილმა სერ ალექსმა მას პოსტზე დარჩენა და ნებისმიერი სამსახურის მიღება ურჩია. ცოტა ხნის შემდეგ კოულმენის შედეგმა ყველა გააკვირვა.

წყარო: ESPN
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: leluk
7 ივლისი 2016 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
მიყვარს ესეთი ჯილკიანი ხალხი და მშვენიერ შედეგს მიაღწია <3
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 ივლისი 2016 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მართლა დიდი სამუშაო გასწია უელსის ნაკრებში
0
№3
ავტორი: GeorgeBest
7 ივლისი 2016 14:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პორტუგალიას ვგულშემატკივრობდი გუშინ მაგრამ შემეცოდა მაგრად უელსი. კარგი გუნდი დადგა, საკამოდ მაგარი შედეგიც დადო winked
0
№4
ავტორი: makaveli
7 ივლისი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
es shemtxvevit kevis gechvashic babus xo ar badzavs? )))
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
7 ივლისი 2016 17:04
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ბრავო უელსს! ბრავო კრის კოულმენს! ნეტავ ინგლისიც უელსის ნაირად თამაშობდეს.
0
№6
ავტორი: ikeoni
7 ივლისი 2016 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol am kacs
0
№7
ავტორი: Best 7
7 ივლისი 2016 17:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი მწვრთნელია უელსმაც მაგარი შედეგი დადო ამ ეუროზე
0
№8
ავტორი: stepno
9 ივლისი 2016 03:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ser alex
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top