თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 19:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4297,
კომენტარები: 17
მოურინიო: "რატომ შევიძინე მხითარიანი"
ჟოზე მოურინიო ტრანსფერის მიზეზი ახსნა.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, თუ რატომ შეიძინა სომეხი შემტევი ჰენრიხ მხითარიანი.

მხითარიანის ტრანსფერი "ბორუსიადან" "იუნაიტედში" ოთხშაბათს დადასტურდა და ის მესამე ახალწვეულია მიმდინარე სეზონში.

ინტერვიუს მიცემისას მოურინიომ 27 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი შედეგები მიმოიხილა და მის უნარებზე ისაუბრა.

"პირველ ყოვლისა, ნება მომეცით ვთქვა, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დასახელდა, შემდეგ კი მიკი, რომელიც ბუნდესლიგაში დაასახელეს საუკეთესოდ.

იგი აღიარეს არა გულშემატკივრებმა, არა ჟურნალისტებმა, არამედ მისმა კოლეგებმა და ეს უფრო ბევრს ნიშნავს, ჩემი აზრით, რადგან, როცა შენივე კოლეგები გირჩევენ, მეტად მნიშვნელოვანია.

მიკი ფანტასტიკური ფეხბურთელია და რაც ყველაზე მეტად მომწონს, უდავოა - გოლების რაოდენობა, რომელიც მან გაიტანა ნახევარდაცვაში თამაშით. ერთ სეზონში მის მიერ გატანილი გოლები ძალიან ბევრია მისთვის, ვინც თავდამსხმელი არ არის. საგოლე გადაცემების რაოდენობაც ძალიან ცხადია, რადგან მის კრეატიულობას, მის ხედვას, მის კოლექტიურ თამაშს უსვამს ხაზს და ჩვენი მსგავსი კლუბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დომინირებას ვეცდებით და შევძლებთ კიდეც. რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით გუნდებს, რომლებიც დაცვიდან თამაშობენ და ასეთ დროს მისი უნარები ძალიან დაგვეხმარება. ბურთით და ბურთის გარეშე სიჩქარეს იცვლის და ეს ჩვენნაირი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
6 ივლისი 2016 19:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაინც არ მევასება!!!
0
№2
ავტორი: LASHQARA
6 ივლისი 2016 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ძალიან კარგია ეს ბიჭი თავის პოზიციაზე მთავარია პრემიერლიგას აუღოს ალღო love am გილოცავთ ახალ შენაძენს smoke
0
№3
ავტორი: laba
6 ივლისი 2016 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
bichebo gilocavt shenadzens kai bichia damijeret
0
№4
ავტორი: dachi_mu
6 ივლისი 2016 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Chamovida gino rogorc iqna :D
0
№5
ავტორი: Rezikomankunia
6 ივლისი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Vaa slavik shec xedav too
0
№6
ავტორი: ikeoni
6 ივლისი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
მაგარ კაცაა love
0
№7
ავტორი: dato_davita
6 ივლისი 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
თქვენ ჩუმ ჩათლახურ ჩანაფიქრებს გაუმარჯოს )
0
№8
ავტორი: dybbuk
6 ივლისი 2016 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: ikeoni
მაგარ კაცაა love

შენ ყველა სტატიაზე ამ კომენტარს რო ტოვებ რაოდენობის მუღამი გაქ თუ რა ბაზარია კაცურად? :)
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
6 ივლისი 2016 20:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძაან კაი ფეხბურთელია
0
№10
ავტორი: Malboro463
6 ივლისი 2016 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ალბატ მარჯვენა ფლანგზე ან დამხმარე თავდამსხმელად ათამაშებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top