"პარი სენ-ჟერმენს" ,,იუნაიტედისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის შეძენა სურს- იტყობინება გერმანული გამოცემა Bild.
პსჟ-ს ახლი მწვრთნელი უნაი ემერი ბლეზ მატუიდის შემცვლელს ეძებს, ვისითაც აქტიურადაა დაინტერესებული "იუნაიტედი". მეტიც, უცხოური პრესა გვამცნობს, რომ მატუიდი ინგლისში იმყოფებოდა, რათა მას კონტრაქტის პირობები შეეთანხმებინა.
პარიზელები გამოცდილი ლიდერის ძიებაში არიან მას შემდეგ, რაც გუნდის რიგები ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა და შესაფერის კანდიდატად შვაინშტაიგერი მიაჩნიათ.
გერმანელს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მან შესაძლოა დროზე ადრე დატოვოს "გუნდი", რადგან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გეგმები აქვს ჟოზე მოურინიოს ბასტიანთან დაკავშირებით.