"მანჩესტერ სიტის" 25 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა და განაცხადა, რომ გვარდიოლას გუნდში გადასვლამდე, მისი ტრანსფერი "იუნაიტედში" თითქმის დასრულებული იყო.
მოგეხსენებათ, გერმანელი ნახევარმცველი "ქალაქელებს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ჯერ კიდევ ტრავმირებული შეუერთდა.
მანამდე, კი ერთი სეზონით ადრე "ბორუსია", არ დატოვა და კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"შესაძლოა ბოლო წელს ეს ("იუნაიტედში" გადასვლა) იყო ძალიან ახლოს, მაგრამ მოვლენები არ განხორციელდა ისე, როგორც მე მსურდა.
შეიძლება, ეს არ იყო სწორი დრო და სწორედ ამიტომ, "ბორუსიაში" დარჩენა და კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება გადავწყვიტე. კლუბთან საუბარი ყოველთვის მქონდა და თუ წასვლას დავაპირებდი, დამეთანხმებოდნენ, მაგრამ მათ უფასოდ არ დავტოვებდი.
შემდეგ, მე გავაახლე კონტრაქტი. ახლა კი მოვლენების ასე დასრულებით, ყველანი იღბლიანები და ბედნიერები არიან.
ბოლო თვეებში მივხვდი, რომ მჭირდებოდა ცვლილება, რომ უნდა დამეწყო ნულიდან. "სიტიში" ყოფნით და გვარდიოლასთან მუშაობის საშუალებით, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს შესანიშნავი კლუბია,"-ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს Goal