სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ ჟოზე მოურინიომ შეცდომა დაუშვა, როცა "ჩელსიში" მეორედ მივიდა სამუშაოდ.
პორტუგალიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" "ჩელსიდან" გაძევების შემდეგ გადავიდა, სადაც კლუბი 2013 წელს მეორედ ჩაიბარა და ჩემპიონობაც მოუპოვა, თუმცა მომდევნო სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო "სტემფორდ ბრიჯი" დაატოვებინეს.
ფერგიუსონს, მოურინიოს მეგობარსა და "იუნაიტედის" ელჩს, მიაჩნია, რომ ჟოზემ "ჩელსიში" დაბრუნებით შეცდომა დაუშვა.
"ვფიქრობ, ჟოზე შეცდა, რომ "ჩელსიში" დაბრუნდა, მართლაც ვფიქრობ. ყოველთვის რთულია სადმე მეორედ მისვლა.
უნარი, ქარიზმა, პიროვნება, მაღალი მიღწევები, ევროტურნირის მოგება ორი სხვადასხვა კლუბით, ევროპის ლიგის მოგება "პორტუთი", ტიტულების მოგება თითოეული გუნდით, სადაც უმუშავია. მის შედეგებს ვერ უარყოფთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მისთვის შესაფერისი კლუბია. ერთად ბევრს მივაღწევთ", - განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა.