ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი კარიერის ახალი გამოწვევისთვის მზად არის.
ორი ქარიზმატული პიროვნება კიდევ ერთხელ გაერთიანდება ერთ გუნდში, რამეთუ მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი მომდევნო სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" იმუშავებენ.
იბრაჰიმოვიჩმა თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი ჩემპიონატი მოიგო და რამდენიმე გრანდში ითამაშა, მაგრამ მოურინიოს მიაჩნია, რომ შვედი პრემიერ ლიგაშიც მონდომებით იასპარეზებს.
"ზლატანი ზლატანია. ყოველ წელს რაღაცას იგებს. მისი გოლების შედეგი აბსოლუტურად გასაოცარია, თამაშისადმი მიდგომა დაუჯერებელი და ეს მხოლოდ ასეთი ვნებითა და ამბიციით მიიღწევა, მისი სამსახურეობრივი სია, კარიერის ასეთ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება - კარიერის უდიდესი გამოწვევაა.
ასეთ დიდ კლუბში მას არასდროს უთამაშია და არც ასეთ რთულ ჩემპიონატში. გასაოცარი მოთამაშეა. ვფიქრობ, მშვენიერია, როცა მწვრთნელს ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰყავდა.
მშვენიერია, აბსოლუტურად მშვენიერი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფანტასტიკური ურთიერთობა იყო პირადი და პროფესიული კუთხით. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დავუბრუნდით ერთმანეთს, ასე რომ, ბედნიერი ვარ და ვიცი, რის მოტანა შეუძლია ჩვენთვის", - განაცხადა მოურინიომ.