ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ორ თავდამსხმელზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მარკუს რეშფორდზე ისაუბრა.
"იუნაიტედის" გულშემატკივრებს, სატელევიზიო ექსპერტებსა და უბრალოდ კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ იბრაჰიმოვიჩის გადაბირება ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის განვითარებასა და მისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემას შეუშლის ხელს. მოურინიო ამ აზრის მიმდევრებს პასუხობს.
"ნება მომეცით, ერთი რამით დავიწყო. ზლატანი 34 წლის არის, მარკუს რეშფორდი 18. 34 და 18 რომ შევკრიბოთ და 2-ზე გავყოთ, შესანისნავ ასაკს მივიღებთ ფეხბურთელისთვის.
ასე რომ, ჩვენი ორი თავდამსხმელი, ისინი ერთად შესანიშნავ ასაკში იმყოფებიან, რადგან ცალკე არც 18-ა შესანიშნავი ასაკი და არც - 34. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ერთმანეთს კარგად შეეთვისებიან მათი უნარებით", - განაცხადა პორტუგალიელმა.