თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2020,
კომენტარები: 10
მოურინიო თავის პირველ მატჩზე საუბრობს
ჟოზე მოურინიო თავის პირველ წინასასეზონო მატჩს შეეხო.
მოურინიო თავის პირველ მატჩზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2016/17 წლების სეზონისთვის მზადებას "უიგან ატლეტიკთან" მატჩით დაიწყებს.

ჟოზე მოურინიო "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრას "DW სტედიუმზე" 16 ივლისს, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე გამართავს.

კლუბის წინასასეზონო ტურნეზე საუბრისას მოურინიომ განაცხადა: "უიგანთან" პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ვაპირებ, ვათამაშო ფეხბურთელები, რომელთაც კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პირველ გუნდში გამოყენებას ვაპირებ. მათ კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვენდობი ნიკი ბატს (აკადემიის ხელმძღვანელს) და ჯონ მარტოს (ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელს), ასევე ახალგაზრდულ სტრუქტურას.

ვაპირებ, მათთან ახლოს ვითანამშრომლო და ვენდო, როცა ამბობენ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მცირე ხანში პირველ გუნდში ითამაშებენ. მნიშვნელოვანია მათი გაცნობა და სამუშაო შესაძლებლობის მიცემა".


"უიგანთან" მატჩის შემდეგ "წითლები" ჩინეთში წინასასეზონო ტურნეს გასახანგრძლივებლად გაემართებიან, სადაც დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვდებიან 22 და 25 ივლისს შესაბამისად. ამის შემდეგ კი შვედეთში გაემგზავრებიან, სადაც 30 ივლისს "გალათასარაის" ეთამაშებიან, ხოლო 3 აგვისტოს რუნის საპატივცემულო მატჩი გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონის" წინააღმდეგ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: vanovano
5 ივლისი 2016 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მართალს ამბობს ეს კაცი
0
№2
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2016 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Erti suli maqvs rodis daiwyeba turne
0
№3
ავტორი: dachi_mu
6 ივლისი 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Sadaa is xalxi axalgazrdebs damarxavs jozeo?
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
6 ივლისი 2016 00:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
საინტერესო თამაში გამოვა
0
№5
ავტორი: stepno
6 ივლისი 2016 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Netaa raahfordii ras izavs
0
№6
ავტორი: levionok
6 ივლისი 2016 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: dachi_mu
Sadaa is xalxi axalgazrdebs damarxavs jozeo?

მაგათ ვეღარ იპოვი ძმა,მიუტევოთ რათა არ იცოდნენ რას ამბობდნენ :D
0
№7
ავტორი: AkkRed
6 ივლისი 2016 09:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
10 დღეში ვუყურებ მანჩესტერის თამაშს?? არ მჯერა
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
6 ივლისი 2016 11:06
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მაგას რა ჯობია თუ ახალგაზრდებს შანსს მსცემს, მაგის დიდი იმედი მაქვს. ერთადერთი რის გამოც ჟოზეს მიმართ ცოტათი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მეშინოდა, რომ აკადემისს ფეხბურთელესბ შანსს
არ მსცემდა.
0
№9
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ახალგაზრდებს ყველას არენდით გაუშვებს როგორც ჩელსიში აკეთებდა
0
№10
ავტორი: dybbuk
6 ივლისი 2016 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ეს რუნის საპატივცემულო მატჩი რა მაფიაა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top