"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო ოფიციალურად წარადგინა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
პორტუგალიელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუი ვან გაალის დათხოვნის შემდეგ დაინიშნა და ამ პერიოდში უკვე მოასწრო ორი ტრანსფერის ოფიციალურად განხორციელება - ერიკ ბაიი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოურინიოს პირველი და მეორე შენაძენები გახდნენ შესაბამისად.
სანამ კლუბი ახალწვეულებს წარადგენს პუბლიკის წინაშე, მანამ მოურინიოს წარდგენა მოხდა მისთვის უკვე კარგად ნაცნობ სტადიონზე.