"იუნაიტედის" ახალწვეული, ჰენრიხ მხითარიანი მზადაა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით იმუშაოს და მასთან ერთად გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს.
გასულ სეზონში სომეხმა შემტევმა 23 გოლის გატანა და 32 საგოლე გადაცემის გააკეთა. ჰენრიხის ერთადერთი სურვილი იყო ის, რომ საკუთარ მამასა და ყოფილ ფეხბურთელ, ჰამლეტ მხითარიანს, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვაჟის წარმატება ენახა.
"ვიცი, რომ ის ჩემი მიღწევებით იამაყებდა. ჩვენ ანალოგიური თამაშის სტილი გვქონდა და ის ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იქნება."
მხითარიანმა ასევე ისაუბრა საკუთარ უნივერსალურობაზე, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, თუმცა ყველაზე კარგად თავს ის, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობს.
"მე "ათიანის" პოზიციაზე თამაში მომწონს, რადგან აქ ჩემი კრეატიულობის წარმოჩენის საშუალება მაქვს, თუმცა მწვრთნელის გადაწვყეტილებას დიდ პატივს ვცემ და მისი დავალების შესასრულებლად ყოველთვის მზად ვარ.
ძალისხმევით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მაქვს გარკვეული მიზანი და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ,"-ციტირებს მხითარიანის სიტყვებზე Marca.