თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2850,
კომენტარები: 17
ფერგიუსონი: "მოურინიო სწორად მოიქცა"
სერ ალექსი მოურინიოსა და გიგზის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიო სწორად მოიქცა, როცა რაიან გიგზს თავისი ასისტენტის პოსტი არ შესთავაზა.

გასულ კვირას "წითელმა ეშმაკებმა" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გიგზმა კლუბი 29-წლიანი კავშირის შემდეგ დატოვა. თავისი წასვლა კი უელსელმა იმით ახსნა, რომ დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს.

სერ ალექსი მოურინიოსა და გიგზის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ უელსელისგან კარგი მწვრთნელი დადგება.

"შენი ასისტენტის სახით უნდა გყავდეს ადამიანი, ვისაც მთელ შენს სიცოცხლეს ანდობ. როცა "იუნაიტედში" მივედი, თან წავიყვანე არჩი ნოქსი, რადგან ჩემთვის ფასდაუდებელი ფიგურა იყო. 100%-ით ვენდობოდი.

ჟოზე მოურინიოს უკვე ჰყავს თავისი ასისტენტი და აბსოლუტურად სწორია, რომ მისი ერთგული დარჩა. ასისტენტი რომ არ ჰყოლოდა, ვიცი, რაიანს აიყვანდა.

დროა, გიგზი ფეხზე დადგეს, სივრცეში გავიდეს და ახალი გამოწვევა მიიღოს. შინაგანად ამისთვის ძლიერია.

ახლა ფეხბურთი - ეს ძალიან დაძაბული ინდუსტრიაა, სადაც შედეგის ჩვენება აუცილებელია და ხალხი, ვინც აქ მუშაობს, მტკიცე ხასიათს ფლობს",
- განაცხადა შოტლანდიელმა.

წყარო: BBC.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: martial9
5 ივლისი 2016 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
კაი რა
0
№2
ავტორი: Lady in red
5 ივლისი 2016 17:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს გიგზისთვის არის კარგი, თუ მწვრთნელობა უნდა, მაშინ უნდა ისწავლოს ოღონდ დამოუკიდებლად. უბრალოდ ის, რომ გიგზი იუნაიტედს ტოვებს ეს ჩემთვის რთულია, მაგრამ საქმე უკვე გუნდს ეხება.
0
№3
ავტორი: dachi_mu
5 ივლისი 2016 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მაინვ არასწორი მგონია გიგზისგან ეგეთი საქციელი რა,მესმის რო ამბიცია აქვს რო მწვრთვნელი იყოს,მაგრამ პირდაპირ მანჩესტერს ვინ ჩაგაბარებს? თან ესეთ კრიზისში მყოფს? თან როცა ჟოზე თავისუფალია :) ეს მილანი არაა რა ყველამ რო ძალები მოსინჯოს smile
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივლისი 2016 17:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ასე ჯობდა, სხვა უფრო დაბალი დონის გუნდში ბევრად მეტი გასაქანი ექნება მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, ვიდრე აქ ასისტენტათ
0
№5
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2016 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
სწორია რა ფერგი ესე ჯობდა გიგზისთვის
0
№6
ავტორი: leluk
5 ივლისი 2016 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ციტატა: dachi_mu
მაინვ არასწორი მგონია გიგზისგან ეგეთი საქციელი რა,მესმის რო ამბიცია აქვს რო მწვრთვნელი იყოს,მაგრამ პირდაპირ მანჩესტერს ვინ ჩაგაბარებს? თან ესეთ კრიზისში მყოფს? თან როცა ჟოზე თავისუფალია :) ეს მილანი არაა რა ყველამ რო ძალები მოსინჯოს smile

პირდაპირ რეალი როგორ ჩააბარეს ზიდანს? არამგონია ზიდანმა იმდენი იცოდეს რეალზე რამდენიც გიგზმა მანჩესტერზეე. სულით მანჩესტერელია და შანსი უნდა მიეცათ რომ მერე იქნებოდა და იქნებოდა ფერგივით
0
№7
ავტორი: VAXUSHTI
5 ივლისი 2016 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
zidans reali ro chaabares chempionta ligaze tamashobda, pexburtelebi (varskvlavebi romlebmac 2014shi chempionta liga moiges) yavda, chempionobas mizgan ar itxovdnen da + shua sezoni iyo.

chven ki 3 celia otxeulshi moxvedristvis vtamashobt.

scorad moiqca gigzic da iunaitedis xelmdzgvanelobac. Am etapistvis egre jobda.
0
№8
ავტორი: tupaca
5 ივლისი 2016 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: leluk
ციტატა: dachi_mu
მაინვ არასწორი მგონია გიგზისგან ეგეთი საქციელი რა,მესმის რო ამბიცია აქვს რო მწვრთვნელი იყოს,მაგრამ პირდაპირ მანჩესტერს ვინ ჩაგაბარებს? თან ესეთ კრიზისში მყოფს? თან როცა ჟოზე თავისუფალია :) ეს მილანი არაა რა ყველამ რო ძალები მოსინჯოს smile

პირდაპირ რეალი როგორ ჩააბარეს ზიდანს? არამგონია ზიდანმა იმდენი იცოდეს რეალზე რამდენიც გიგზმა მანჩესტერზეე. სულით მანჩესტერელია და შანსი უნდა მიეცათ რომ მერე იქნებოდა და იქნებოდა ფერგივით

ზიდანი 2წელი კანტერას ავარჯიშებდა და თან რეალი ისეთ დროს ჩააბარეს რო ლიგის საგზურს ვერ დაკარგავდა და ჩემპიონთა ლიგა რო ვერ მოეგო დაიქნევდნენ მალე (ეგ დროც არაა შორს რო გააგდებენ :) ) გიგზს კიდე 4 მაჩით ანდეს გუნდი და მე ვერაფერი შევატყვე დიდი მწვრთნელობის თან ორიწელი რო იყო ვანგაალის თანაშემწე ელემენტარულად შეეძლო ფეხზე მდგარიყო თამაშის დროს და დაემუხტა გუნდი ასე რომ წავიდეს დაგვანახოს რა შეუძლია და მანჩესტერის კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
5 ივლისი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ნანი ვალენსიაში გადასულაააა
0
№10
ავტორი: LASHQARA
5 ივლისი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
""დროა, გიგზი ფეხზე დადგეს, სივრცეში გავიდეს და ახალი გამოწვევა მიიღოს. შინაგანად ამისთვის ძლიერია"". აიი ყველაზე მართალი სიტყვები სულ ხელით ხო არ ატარებენ ხან ვან გაალი ხან ჟოზეე ეხლა თვითონ უნდა სცადოს პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც უფრო ადრე მოხდებოდა ეს მით უფრო მალე დაბრუნდება მანჩესტერში love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top