ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანცესტერ იუნაიტედში" რვა ნომრიან მაისურს არ აიღებს.
ჟოზე მოურინიოs მეორე შენაძენს კლუბის ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს მსვლელობისას აცნობეს, რომ მომდევნო სეზონში ხუან მატას მაისურის ნომერი გადაეცემოდა, რაზეც უპასუხა: "რვა? მაგარია."
მაგრამ M.E.N-ი იტყობინება, რომ 34 წლის შვედი უარს იტყვის მატას ნომერის აღებაზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ნომერი იქნება.
"წითლებს" ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, თუ რა ნომერს მოირგებენ ფეხბურთელები 2016/17 წლების სეზონში.
გარდა უკვე შეძენილი ფეხბურთელებისა, რომელთა შორის იბრაჰიმოვიჩის გარდა ერიკ ბაიიც არის, "იუნაიტედი" ჰენრიხ მხითარიანის გადაბირებას აპირებს. ამ უკანასკნელის მოსვლის საფუძველზე გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ ხუან მატას, თუმცა ესპანელის წასვლის შემთხვევაშიც კი არ აიღებს ზლატანი მის ნომერს.