"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა "ევერტონის" ნაცვლად "ვალენსიაში" გადასვლას ამჯობინებს.
როგორც მოსალოდნელია, მატა "ოლდ ტრაფორდს" მიმდინარე ზაფხულს დატოვებს და თავის გუნდში მას რონალდ კუმანი იწვევს, რომელიც 20 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.
თუმცა, თავად მატას პრემიერ ლიგაში დარჩენა არ სურს და თავის ყოფილ კლუბში, "ვალენსიაში" დაბრუნებას ამჯობინებს.
თავის მხრივ "ღამურები", დიდი ალბათობით, ანდრე გომეშს შეელევიან და მის შემცვლელს ეძებენ, ასეთ კანდიდატად კი მატა იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ.
ესპანელის მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა მთავარი მწვრთნელის პოსტი, ის ფაქტი კი, რომ "იუნაიტედი" ჰენრიხ მხითარიანის შეძენას აპირებს, მატას მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.