ადნან იანუზაი ჟოზე მოურინიოს მოსალაპარაკებლად შეხვდება.
ადნან იანუზაი ჟოზე მოურინიოს შეხვდება და აცნობებს, რომ თუ კლუბის გეგმებში არ შედის, გუნდიდან წასვლას ისურვებს, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ და არა იჯარის წესით.
ბელგიელი ნახევარმცველი გასულ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაში" იყო განათხოვრებული, მაგრამ გერმანიაში მცირე სათამაშო პრაქტიკა მიიღო, რის გამოც იანვარში "იუნაიტედში" დაბრუნდა.
21 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედის" იჯარის წესით დატოვებაზე ღელავს და ის ფაქტი, რომ კლუბს ამ კვირაში ჰენრიხ მხითარიანი შეუერთდება, მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
"იუნაიტედის" წყარო აცხადებს:
"როგორც ჩანს, ადნანს პირველ გუნდში თამაში ახლა კიდევ უფრო გაუჭირდება, მაგრამ ჟოზეს მოსწონს და მას მაღალ შეფასებას აძლევს".მიიჩნევა, რომ "იუნაიტედი" მის გაშვებას პრემიერ ლიგის კლუბში შეეცდება, სადაც მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება.
შეთანხმებაში კი ასევე იქნება პუნქტი, რომლის თანახმადაც "იუნაიტედს" ნებისმიერ დროს შეეძლება იანუზაის დაბრუნება, თუკი ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ მისცემენ.
ბელგიელი და მისი წარმომადგენლები მოურინიოს მიმდინარე კვირაში მოელაპარაკებიან, როცა პორტუგალიელი კარინგტონზე დაბრუნდება.
"ანდერლეხტის" ყოფილმა ვინგერმა 50 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" შემადგენლობაში და 5 გოლი გაიტანა 2013 წელს გამოჩენის შემდეგ.
იანუზაიმ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა, გასულ სეზონში "ბორუსიას" რიგებში მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა.
წყარო:
thesun