ინგლისური დერბი სურათებში. ნაწილი 1
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული.“ ისტორიული დაპირისპირება... თასები, გმირები, არამზადები, ბრძოლები და აღნიშვნები. ჰო... და კიდევ არ დავივიწყოთ კოსტუმები.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული.“ ისტორიული დაპირისპირება... თასები, გმირები, არამზადები, ბრძოლები და აღნიშვნები. ჰო... და კიდევ არ დავივიწყოთ კოსტუმები.
ეს არ არის მხოლოდ დერბი, ეს არის ინგლისური ფეხბურთის უდიდესი დაპირისპირება... „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“
მათ შორის 29.5 მილია, რომელიც ისტ ლანკს როუდით ერთდება. პრემიერ ლიგის ლიდერი და მერვე ადგილოსანი „ლივერპული“ კვირას გამართავენ უდიდეს მატჩს, რომელიც ამ ორი ძველი მტრის დაპირისპირებაში 160-ე იქნება. „მერსესაიდელები“ ერთი საუკუნის შემდეგ ისევ ეწვევიან „ოლდ ტრაფორდს“. პირველი თამაში „ოლდ ტრაფორდზე“ 1910 წელს შედგა სწორეს „ლივერპულელთა“ წინააღმდეგ სადაც „მერსესაიდელებმა“ 4-3 იმარჯვეს.
ამ ხნის განმავლობაში იყო უამრავი კამათი -ბოლოს იყო ჯონჯო შელვისა და ალექს ფერგიუსონს შორის, ასევე პატრის ევრასა და ლუის სუარეზის დაპირისპირება, დევიდ ბექჰემისა და ჯემი რედნაპის, დაპირისება მწვრთნელებს შორის, რომელიც წლებია გრძელდება.
და, რა თქმა უნდა დაუვიწყარი მატჩები, რომელიც საფეხბურთო კლასიკებად იქცა... ჰო, და კიდევ არ დაგვავიწყდეს FA თასის ფინალის კოსტუმები. Sportsmail გვთავაზობს რამდენიმე შესანიშნავ სურათს ამ დაპირისპირებიდან.
მოდი ვიმედოვნოთ, რომ კვირას მორიგ კლასიკას ვიხილავთ...
ბრძოლები
ნახევარდაცვის დაპირისპირება: დევიდ ბექემი (მარცხნივ), რომელსაც აწყნარებს ჰენინგ ბერგი ხოლო მისი მეტოქე ჯემი რედნაპი(მარჯვნივ), ენფილდი, 1999წ.
ჰოვარდის გზა: ჰოვარდ ვები, რომელიც კვირას იმსაჯებს აშველებს Sportsmail-ს კომენტატორს გარი ნევილს და ჯიმი კარაგერს, ოლდ ტრაფორდი, 2010წ.
სუარეზის დაპირისპირება: ლუის სუარესი და პატრის ევრა 2011 წლის ოქტომბერი, სადაც ლუის სუარეზმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა ევრას, რის გამოც 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
თებერვალში დაპირისპირება გამძაფრდა, როდესაც სუარეზმა ხელი არ ჩამოართვა ფრანგს.
ევრა აღნიშნავს მოგებას სუარეზის თვალწინ.
დაპირისპირება საბოლოოდ სექტემბერში, ენფილდზე დამთავრდა, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მამაცი ბიჭი: ჯონჯო შელვიმ შეურაცხყოფა მიაყენა ალექს ფერგიუსონს, მას შემდეგ, რაც მოედნიდან იქნა გაძევებული, ენფილდი, სექტემბერი.
მწუხარების ზარი: იუნაიტედის მეკარე ჰარი გრეგი ტოვებს მოედანს, მას შემდეგ რაც იღრძო მხარი, ოლდ ტრაფორდზე. ამ ყველაფერს შეშფოთებით უყურებს ბობი ჩარლტონი (მარცხნიდან მეორე)
კაპიტნების დაპირისპირება: პოლ ინსი გაცეცხლდა პიტერ შმეიხელზე, 1998
პოლ ინსი ცდილობს თავიდან აიცილოს დაპირისპირება როი კინსა და სტივ მაკმანს შორის.
არამზადები
მე ამის გამო განმათავისუფლეს ბოს: გრემი სოუნესი გამოდის უემბლიზე, 1983 წ, ლიგის თასის ფინალში მის მენეჯერთან ბობ პეისლისთან ერთად, იუნაიტედის ბოსი რონ ატკინსონი და რეი უილკინსი.
წითელი ნევილი: გარი ნევილი აღნიშნავს გოლს ლივერპულის ფანების თვალწინ, 2006 წელი.
ნევილმა უკან დააბრუნა ფანების მიერ ნასროლი საგანი.
ყოფილი წითლების მცველმა პატივი მიაგო ჰილსბროს ხსოვნას რაც მის სამკლაურში ჩანს.
ნევილის აღნიშვნამ ცუდი რეაქცია გამოიწვია ფანებში.
ბრუსის ბონუსი: იუნაიტედის ფანებს სძულდათ ბრუს გრობელარი - მას ხშირად სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, 1985 წ.
კენი დალგლიში ბოლო წუთებზე მოპოვებული პენალის შემდეგ, 1989 წ.
საუკეთესო მტრები I: დალგლიშმა (მარცხნივ) და სერ ალექს ფერგიუსონმა (მარჯვნივ) მონაწილეობა მიიღეს 1986 წლის რადიო შოუში.
საუკეთესო მტრები II: ყოფილი ლივერპულის მწვრთნელი ბობ პესლი და ყოფილი იუნაიტედის ბოსი სერ მეტ ბასბი ვახშმობენ ერთად, 1983 წ.
წყარო: www.DailyMail.co.uk