"იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ ტრავმირებულია. 31 წლის ნახევარმცველმა, გასული სეზონის ბოლო რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ახლა კი დიაგნოსტიკამ აჩვენა, რომ მას მუხლის ერთ-ერთი მყესი გაწყვეტილი აქვს.
"ბასტიანს პარასკევს, ანსის ერთ-ერთ საავადმყოფოში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. იტალიის წინააღმდეგ მატჩში მან მუხლში დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც ამ ნაწილის დიაგნოსტიკა ჩაუტარდა, თუმცა, ბასტიანს ამ ტურნირზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ აქვს.
ნაკრების სამედიცინო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბასტიანმა ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა დრო დასჭირდება მკურნალობას,"-აცხადებენ გერმანიის ნაკრების შტაბში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანმა მთელი სეზონის განმავლობაში იგივე დაზიანება სამჯერ მიიღო.