ევრო 2016 -ზე წარუმატებელი ასპარეზობის და მერვედფინალში ისლანდიასთან მარცხის შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი დღემდე ვაკანტურია და მისი დაკავების სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ერთ-ერთმა მთავარმა შვიდიანმა ერიკ კანტონამ გამოთქვა.
ფრანგმა ლეგენდამ Eurosport-თან " ინტერვიუში განაცხადა , რომ სიამოვნებით ჩაიბარებდა ინგლისის ეროვნული ნაკრების პოსტს და ელოდება შემოთავაზებას ინგლისის ფეხბურთის ფედერაციიდან. კანტონა აღნიშნავს, რომ ეს არის სირცხვილი და ერთ-ერთი ბნელი დღე ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში. "ევროპიდან მოულოდნელ გამოსვლას მალევე მოჰყვა დაქვეითება. ბოლო დღეებში რაც ხდება, სრული სიმართლეა. სირცხვილი, დამცირება, ისტორიაში ყველაზე ცუდი დღე... ძლიერი სიტყვებია.
ფედერაცია უკვე ელის მომდევნო მწვრთნელს და ზარები უკვე მესმის. მე, ერიკ კანტონა, ინგლისის ნაკრების მომავალი პოტენციური მწვრთნელი, პირობას ვდებ, რომ არასდროს წავაგებ გაყინულ ისლანდიასთან, სადაც მეკარე კინორეჟისორია, ხოლო მწვრთნელის ასისტენტი სტომატოლოგი..."
სრული ვიდეო იხილეთ აქ:
---
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.