მექსიკის ნაკრებისა და "პაჩუკას" ვინგერის, ჰირვინ ლოსანოს სიმამრმა დაადასტურა, რომ მისი სიძე "მანჩესტერ იუნაიტედში" ოლიმპიადის შემდეგ გადავა.
ჰირვინით "იუნაიტედის" გარდა ევროპის სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, რომელთა რიცხვი 12-ს უდრის, მაგრამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "წითელმა ეშმაკებმა" გაიმარჯვეს.
ბრაზილიაში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს აიღებს სტარტს და 21 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგაც ლოსანო "წითელი ეშმაკი" გახდება. "დიახ. ყველაფერი დასრულებულია, მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა მოსაგვარებელი და ოლიმპიადის შემდეგ შეთანხმება ოფიციალურ სახეს მიიღებს", - განაცხადა ლოსანოს ცოლის მამამ.