რაიან გიგზს სჯერა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მის ახალგაზრდა თავდამსხმელ მარკუს რეშფორდს დიდი დახმარებას გაუწევს..
"კარგი, პრემიერ ლიგაში საფრანგეთის ჩემპიონატიდან გადავიდა, რომელიც შედარებით სუსტია, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც როგორც ფეხბურთელს გასახდელ ოთახში შესულს შეხედავ და გამარჯვებულს, პერსონას და კლასს ხედავ.
როგორც თანაგუნდელი, ზედგამოჭრილია. ეს შენაძენი "მანჩესტერ იუნაიტედს" წინ წასწევს და ჩვენც სწორედ ეს გვინდა", - განაცხადა უელსელმა.
იბრაჰიმოვიჩის მოსვლამ შესაძლოა, შესაძლებლობები შეუზღუდოს მარკუს რეშფორდს, რომელმაც ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით დიდებული სეზონი ჩაატარა.
თუმცა გიგზს მიაჩნია, რომ 18 წლის ფეხბურთელი მხოლოდ სარგებელს ნახავს.
"უნდა ისწავლო და უნდა უყურო არა მარტო მატჩებში, არამედ მის მიდგომას მის ფარგლებს გარეთ.
როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერი გაგებით გამარჯვებულია და მარკუსი მხოლოდ თუ ისწავლის მისნაირი ადამიანისგან. ის მსოფლიო კლასია".