თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2016, 18:30
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 3036,
კომენტარები: 13
რაიან გიგზი დაგვემშვიდობა
რაიან გიგზი ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' 29 წლის შემდეგ ტოვებს
რაიან გიგზი დაგვემშვიდობა
ლეგენდარულმა უელსელმა კლუბში 29 წელი, ფეხბურთელობასთან ერთად მან ბოლო წლები დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში გაატარა. მოურინიოს მოსვლის შემდეგ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელის თანაშემწე რუი ფურია გახდება, გიგზს კი საშუალება ეძლევა სამწვრთნელო კარიერა უკვე სხვა კლუბში გააგრძელოს.

ეს იქნება ემოციური დამშვიდობება ლეგენდასთან, რომელმაც "იუნაიტედს" დაუვიწყარი წლები აჩუქა. ის ტოვებს კლუბს, მაგრამ მან იცის რომ წარმატების შემთხვევაში ის აუცილებლად დაბრუნდება.

მას აუცილებლად ექნება შემოთავაზებები. გასულ სეზონში რაიანს ჰქონდა შანსი "სუონსის" ჩაბარებისა, მაგრამ ის ვან გაალის მომავალს დაელოდა. კლუბის ხელმძღვანელობა კი გიგზის კანდიდატურას სერიოზულად ჯერჯერობით არ განიხილავს, ჯერ მოიესი, შემდეგ ვან გაალი და ახლა მოურინიო, ყველაფრის მიზეზი კი ალბათ გამოუცდელობაა.

მოურინიოს მოსვლამ მანჩესტერის ბევრი გულშემატკივარი გაახარა, მაგრამ ალბათ ბევრიც გაანაწყენა რადგან ყველასთვის ნათელი ხდებოდა რომ გიგზის დრო "იუნაიტედში" დასასრულს მიუახლოვდა. ფერგიუსონს ის 14 წლის ასაკში შეუერთდა, სადებიუტო მატჩი 1991/92 სეზონში ჩაატარა და გახდა ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანელი ფეხბურთელი, ამასთან 963 მატჩი ითამაშა "იუნაიტედის" რიგებში.

გიგზის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 13 ტიტულია, რეკორდი, რომელსაც ალბათ ვერავინ გააუმჯობესებს. ამასთან 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული, 4 ინგლისის თასი და 4 ინგლისის ლიგის თასი.

კარიერის საუკეთესო მომენტები


რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

2 მარტი,1992 წელი – დებიუტი

17 წლის გიგზს ფერგიუსონის მოხიბლვა არ გასჭირვებია, პირველი მატჩი "ევერტონთან" , პირველი გოლი კი "მანჩესტერ სიტის" კარში.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

15 მაისი,1992 წელი – საუკეთესო "წიწილა"

გიგზი "კლას 92" – ის ბიჭებთან ერთად ახალგაზრდული ინგლისის თასის გამარჯვებულია, რაც მხოლოდ დასაწყისია უდიდესი წარმატებების. იმ სეზონში გიგზი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დასახელდა.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

19 სექტემბერი,1992 წელი – ულამაზესი გოლი "ტოტენჰემის" კარში



3 მაისი,1993 წელი – პირველი მრავალთაგან

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონის გამარჯვებულია, გიგზი კი კლუბის უკვე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მომდევნო სამ წელში მანჩესტერთან ერთად მან ორჯერ შეასრულა "ოქროს დუბლი".

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

14 აპრილი,1999 წელი – საუკუნის გაქცევა

ინგლისის თასის დამატებითი დრო მიმდინარეობდა "არსენალსა" და "იუნაიტედს" შორის, ფერგიუსონის ოცნებები ტრებლზე გაქრობის ზღვარზე იყო, მაგრამ გიგზმა კლუბის ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, ეს გოლი ისევე დიდხანს ემახსოვრებათ, როგორც მისი თმიანი მკერდი.



26 მაისი,1999 წელი – ჩემპიონთა ლიგის გმირი (1)

გიგზი "იუნაიტედს" ჯერ ფინალის საგზურს ჩუქნის "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლით, შემდგომში კი შერინგემისთვის გაკეთებული პასით "იუნაიტედს" ტიტულის მოპოვებაში ეხმარება.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

21 მაისი,2008 წელი – ჩემპიონთა ლიგის გმირი (2)

მოსკოვი... "ჩელსი"... ფინალი... გიგზი ბობი ჩარლტონის რეკორდს ხსნის კლუბში ჩატარებული მატჩების მიხედვით... გიგზს გადამწყვეტი პენალტი გააქვს... გიგზი და "იუნაიტედი" კვლავ საუკეთესონი არიან ევროპაში.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

26 აპრილი,2009 წელი – წლის მოთამაშე

18 წლის შემდეგ გიგზი პირველად დასახელდა წლის მოთამაშედ, ცოტა ხნის შემდეგ კი BBC მას წლის სპორტსმენად ასახელებს.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

4 ივლისი,2013 წელი – ახალი როლი

39 წლის ასაკში გიგზი მოთამაშე–მწრვთნელად ინიშნება მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონი დევიდ მოიესმა შეცვალა. ეს სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ გიგზმა პირველი ნაბიჯი გადადგა მომავალი საწვრთნელო კარიერისთვის.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

22 აპრილი,2014 წელი – "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი

საფეხბურთო კარიერა არ ჰქონდა დასრულებული, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა მოიესის გათავისუფლების შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 2 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. სეზონის ბოლოს კი მან კარიერა დაასრულა, დაასრულა როგორც ლეგენდამ, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში.

რაიან გიგზი დაგვემშვიდობა

ივლისი,2016 წელი - დამშვიდობება

კი... ის მიდის... რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს ! გვტოვებს ჩვენც, მათ ვისაც ყველაზე უფრო მეტად გვიყვარს ის, მაგრამ გვტოვებს იმ იმედით, რომ ის დაბრუნდება, დაბრუნდება და იქნება ისევე წარმატებული, როგორიც ფეხბურთელობის დროს, დაბრუნდება და "იუნაიტედს" კვლავ მოუტანს უდიდეს წარმატებებს ! გიგზი ხომ "მანჩესტერ იუნაიტედია" ?!



წარმატებები რაიან, გელოდებით !

წყარო: Carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Raiaaan❤️
0
№2
ავტორი: tedore
2 ივლისი 2016 19:12
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
დროებით ლეგენდავ!!! მოვა დრო და დაბრუნდები წარმატრბებს გისურვებ რაიან
0
№3
ავტორი: lado123
2 ივლისი 2016 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
დროებიტ რაიანს შენ მუდმ ჩვენს გულებში იქნები იმედია კიდევ შემოივლი მანჩესტერში წარმატებები<3
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
2 ივლისი 2016 19:24
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
გიგზი მომენატრები მალე დაგვიბრუნდი 3d_6
0
№5
ავტორი: უეინ რუნი
2 ივლისი 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
მშვიდობით ლეგენდავ love recourse
0
№6
ავტორი: LASHQARA
2 ივლისი 2016 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მიდი დაუმტკიცე ყველას რომ უდიდესი ხარ როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, პირველში ეჭვი არავის ეპარება ეხლა მეორეს ჯერია love am
0
№7
ავტორი: Malboro463
2 ივლისი 2016 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Skoulzis da rios dabruneba gamixardeboda. Sul ar momenatreba piruqit kargi saqme gaketa gunds rom chamoshorda
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2016 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე მგონია დაბრუნდება
0
№9
ავტორი: kantona-7
3 ივლისი 2016 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
cry2 cry2 3d_9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: U N I T E D
3 ივლისი 2016 00:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
გიიიგზ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top