თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 8
მოურინიო და იბრაჰიმოვიჩი: რას ამბობენ ერთმანეთზე
საფეხბურთო სამყაროს ორი ქარიზმატული პერსონის ციტატები.
მოურინიო და იბრაჰიმოვიჩი: რას ამბობენ ერთმანეთზე
რადგანაც ჟოზე მოურინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაერთიანდნენ, გთავაზობთ გავიხსენოთ, რა თქვეს მათ ერთმანეთის შესახებ წლების განმავლობაში.

ქარიზმატული ფორვარდი ოფიციალურად გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008/09 წლების შემდეგ მოურინიო და იბრაჰიმოვიჩი პირველად იმუშავებენ ერთ გუნდში.

"ინტერში" ერთად ყოფნის პერიოდში შვედმა და პორტუგალიელმა კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს, ხოლო თუ რას გულისხმობს ეს, გაიგებთ ციტატებიდან.

მოურინიო იბრაჰიმოვიჩის შესახებ


2014 წლის აპრილში მოურინიომ გაიხსენა, რომ ერთხელ გაბრაზებული იბრაჰიმოვიჩის შეცვლა არ მოისურვა და მას ბოლომდე მისცა თამაშის საშუალება, რათა ოქროს ბუცი მოეგო. თავის მხრივ იბრაჰიმოვიჩს მიაჩნდა, რომ თანაგუნდელები ამაში არ ეხმარებოდნენ და მოედნიდან გასვლა მოითხოვა.

"ძალიან გაბრაზებული იყო, როცა ჩემთან მოვიდა. მიყვიროდა: "ჩემპიონები ვართ, მე ხომ დაგეხმარეთ გაჩემპიონებაში, ახლა მე არავინ მეხმარება. გასვლა მინდა, ახლავე.

მაგრამ მოვაჩვენე, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდი. ვუთხარი: "რა? რა? დალევა გინდა, წყალი გინდა?" და ბოთლი ვესროლე. ვუთხარი: "აჰა, დალიე და გადი". რამდენიმე წუთში შესანიშნავი გოლი გაიტანა".


იმავე ინტერვიუში მოურინიომ აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

"ფეხბურთელი, რომელმაც იმდენი რამ მომცა, რამდენიც იბრამ, ყოველთვის დარჩება ჩემს გულში. "ინტერისთვის" ბევრი გააკეთა და "ინტერმაც" ბევრი გააკეთა მისთვის. იბრას დანახვა მიყვარს. სადაც კი შანსს ვიღებ, ყველგან ვხვდები და წარმატებებს ვუსურვებ - გარდა იმისა, როცა ჩემ წინააღმდეგ თამაშობს. ის განსაკუთრებულია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი".

ეს ნამდვილად არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მოურინიო იბრას აქებს. 2008/09 წლების სეზონის შუა პერიოდში მან შვედს კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი უწოდა.

"რონალდუ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნამდვილად არაა საუკეთესი. ოქროს ბურთს იმსახურებს, რადგან მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა მოიგო. მაგრამ ჩემთვის იბრაჰიმოვიჩია საუკეთესო".

სამაგიეროდ, ასე არ ფიქრობდა, როცა "ბარსელონაში" იბრაჰიმოვიჩის გადასვლას რამდენიმე თვის შემდეგ გამოეხმაურა.

"ინტერს" ორი გამოსავალი ჰქონდა, ეთქვა იბრაჰიმოვიჩისთვის, ვერ გაგყიდითო, ან გადაებირებინა ეტო'ო, პლუს გლები იჯარით ერთი წლის ვადით, უფასოდ, პლუს 50 მლნ. ევრო. ჩემთვის ეს საოცარი შეთანხმებაა, შეთანხმება, რომელიც 100 მლნ. ევროს ღირს, ზაფხულის შეთანხმება. კაკა 70, კრიშტიანუ რონალდუ 96. ჩემთვის ეს 100 მილიონის ღირებულებისაა, რადგან ეტო'ო იბრაზე ერთი ევროთი ნაკლებიც კი არ ღირს".

2014 წლის აპრილში ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისა" და პსჟ-ს მატჩის წინ მოურინიომ თქვა, რომ სამწუხარო იქნებოდა, თუკი იბრაჰიმოვიჩს პრემიერ ლიგაში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცემოდა.

"ვფიქრობ, იქ უნდა იყოს, სადაც ბედნიერია და თუ პარიზში ბედნიერია, მაშინ უნდა დარჩეს. მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, როცა კარიერას დაასრულებს, მისთვის სამწუხარო იქნება, რომ უთამაშია მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებში, მოუგია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატები, მაგრამ არ უთამაშია მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში და არასდროს მოუგია საუკეთესო ჩემპიონატი. ეს სამწუხაროა".

იბრაჰიმოვიჩი მოურინიოს შესახებ

2015 წლის მარტში გაკეთებულ კომენტარში იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ მოურინიოსთან კიდევ ერთხელ მუშაობის იდეა მოსწონს.

"ინტერში" ერთად ერთი წელი გავატარეთ. ერთმანეთისადმი შესანიშნავად ვიყავით განწყობილნი და მხოლოდ იმას ვნანობ, რომ მხოლოდ ერთი წელი გავატარეთ".

იბრაჰიმოვიჩმა თავის ავტობიოგრაფიაში "მე ვარ ზლატან იბრაჰიმოვიჩი" თავის ყოფილ მწვრთნელს არაერთი ადგილი მიუძღვნა.

"ჟოზე მოურინიო დიდი ვარსკვლავია. როცა ჩემს ცოლს ელენას პირველად შეხვდა, ჩასჩურჩულა: "ელენა, შენ ერთადერთი დავალება გაქვს: ზლატანს აჭამე, დააძინე და გააბედნიერე".

თავის ავტობიოგრაფიაში შვედმა პეპ გვარდიოლა და მოურინიოც შეადარა ერთმანეთს.

"იმას ამბობს, რაც სურს. მის მსგავსად. თავისი არმიის ლიდერია. მაგრამ ზრუნავს კიდეც. "ინტერში" ყოფნის დროს მუდამ მწერდა და ინტერესდებოდა, თავს როგორ ვგრძნობდი. პეპ გვარდიოლას ანტონიმია. თუკი მოურინიო ოთახს ანათებს, გვარდიოლა ფარდებს სწევს. მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მოვკვდებოდი".

"ინტერის" დატოვებისა და 2009 წელს "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ: "სულერთია, რამდენად ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი "ბარსაში", მოურინიოს დატოვება გამიჭირდა. ეს კაცი განსაკუთრებულია".

იბრაჰიმოვიჩი მოურინიოს სამწვრთნელო ტექნიკასაც გამოეხმაურა.

"მოურინიო დისციპლინირებულია. მასთან ყველაფერი გონებრივად ხდება - მანიპულირება მოსწონს. ასეთი ოინები ჩემთვის სიახლე იყო - ყოველთვის ერთის კეთება მეორის მისაღებად. ასეთი თამაშები მომწონს და ეს ჭრიდა; მისი ხელმძღვანელობით ბომბარდირი გავხდი და ჩემპიონატი მოვიგეთ".

თავდამსხმელმა ასევე ცხადყო, როგორ უდუღებდა სისხლს მოურინიოს სამოტივაციო ტექნიკა.

"ჩემთვის სიახლე იყო, როგორ ემზადებოდა მოურინიო მატჩებისთვის. მჯეროდა, რომ ის გვკვებავდა. როცა მის გუნდში ვთამაშობდი, ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. მისნაირი კარგი არასდროს არაფერი ყოფილა. გასცემდა და იღებდა. ჟოზე მოურინიომ იცის, როგორ უმკურნალოს ფეხბურთელს, ხოლო კარლო ანჩელოტიმ იცის, როგორ უმკურნალოს ადამიანს".

იბრაჰიმოვიჩმა მოურინიოსადმი დამოკიდებულება გასულ სეზონშიც გამოხატა, როცა მოურინიო "ჩელსიდან" უკვე დათხოვნილი იყო.

"ვფიქრობ, ყველას ენატრება მოურინიო თამაშში. მაგრამ ის მალე დაუბრუნდება კლუბს და ცოტას თუ მოითმენთ, მალე სხვა კლუბის მწვრთნელად იხილავთ".

წყარო: skysports
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: U N I T E D
2 ივლისი 2016 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
love
0
№2
ავტორი: kantona-7
2 ივლისი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ორივე ძაან მაგრები არიან და ისვიათია მწვრთნელის და ფეხბურთელის ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთან love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2016 14:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე ერთად დადეთ ტიტულები wink
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
2 ივლისი 2016 15:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მოუთმენლად ველი ამათ ნახვას, თან იუნაიტედში love

იმედია, ყველა მოლოდინს გადააწარბებენ და გააკეთებენ იმას, რისი კეთებაც ძალიან უყვართ
0
№5
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2016 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ori gansakutrebuliii ❤️
0
№6
ავტორი: უეინ რუნი
2 ივლისი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ორივეს მაგრად ევასებათ ერთმანეთი
0
№7
ავტორი: dachi_mu
2 ივლისი 2016 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Joze rom aris udidesi mwvrtvneli amaze araa ori azri, aseve ibrac
0
№8
ავტორი: stepno
2 ივლისი 2016 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love manutd
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top