თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2278,
კომენტარები: 8
პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"
ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერის მოკლე ექსკურსი.
პროფილი: ზლატანის გზა
ძლიერი ხასიათისა და ექსტრავაგანტული უნარების მქონე თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ადამიანია.

ბოსნიელი და ხორვატიელი მშობლების მიერ აღზრდილმა შვედეთში კერპის სტატუსს მიაღწია, მას შემდეგ, რაც მალმიოში დაბადებიდან ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტსმენის გზა განვლო. შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ 9 სეზონის განმავლობაში სახელდებოდა.

გამოცდილი ცენტრფორვარდი ისე აღწევდა წარმატებებს, რომ ეს ბუნებრივი პროცესი გეგონებოდათ და მისი პოტენციალის გამოვლენა ჯერ კიდევ "მალმიოში" დაიწყო, საიდანაც 2001 წელს "აიაქსში" გადაბარგდა. იბრაჰიმოვიჩმა "არსენალის" წინადადება არ მიიღო და ამსტერდამული გრანდის ფეხბურთელი გახდა, სადაც რონალდ კუმანის მისვლის შემდეგ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურად იქცა და 2002 წელს ერედივიზის ჩემპიონობაც მოიპოვა.

პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"


ერთი წლის შემდეგ მას საშუალოდ ყოველ ორ მატჩში გაჰქონდა გოლი (21 გოლი 42 მატჩში), მაგრამ მაშინ "პსვ ეინდჰოვენი" ერთქულიანი უპირატესობით გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სამაგიეროდ, იბრამ თავის ტიტულების თაროს მომდევნო წელს შემატა ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული და თან "აიაქსი" დატოვა. 2004 წელს "იუვენტუსში" გადასვლით სერია A-ში - ჩემპიონატში, რომელიც თავდამსხმელებს შთამბეჭდავის სტატისტიკის შექმნაში ხელს უშლის - ახალი დონე გამოსცადა.

35 მატჩში გატანილი 16 გოლი კარგი შედეგი იყო და მან კიდევ ერთი მედალი მოიგო, "იუვენტუსმა" კი შედეგი 2005/06 წლებშიც გაიმეორა, თუმცა მოგვიანებით ორივე ტიტული კალციოპოლოს სკანდალის გამო ჩამოართვეს. "ბებერი ქალბატონი" დაბალ დივიზიონში დააქვეითეს უკანონო ქმედებების ჩადენის გამო, იბრამ კი კლუბი მიატოვა და მილანის "ინტერში" გადავიდა, სადაც იტალიურ ფეხბურთში ახალი დომინანტი ძალა შექმნა.

პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"


"ინტერმა" ზედიზედ სამჯერ მოიგო სკუდეტო და გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, რომელმაც რობერტო მანჩინი შეცვალა, მილანელებს თავის პირველ სეზონში, 2008/09 წლებში 10-ქულიანი უპირატესობით მოაგებინა იტალიის ჩემპიონატი. იბრაჰიმოვიჩმა მოურინიოს ამაგი სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის პრიზის მოგებით გადაუხადა, იტალიური გუნდების მცველებს შორის კი თავისი ძალითა და მოქნილობით დომინირებდა. ალბათ, დაკმაყოფილდა რა თავისი მიღწევით იტალიურ გრანდში, 2009 წლის ივლისში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა შეთანხმებით, რომელმაც სამუელ ეტო'ო "სან სიროზე" გაგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ "კამპ ნოუზე" მას გმირის დარი დახვედრა მოუწყეს და თავის პირველ ხუთ მატჩში გოლიც გაიტანა, საერთო ჯამში ზლატანს კატალონიის დედაქალაქში კარგი პერიოდი არ ჰქონდა. თუმცა ტიტულები მაინც მოიგო, - ლა ლიგა, მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატი, უეფა-ს სუპერ თასი და ესპანეთის ორი სუპერ თასი - მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან მისი ურთიერთობა გაფუჭდა.

პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"


იტალიაში დაბრუნების ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ამჯერად იჯარის წესით და იბრა "ინტერის" თანაქალაქელი მტრის, "მილანის" რიგებში გადავიდა 2010 წლის აგვისტოში. 29 მატჩში გატანილი 14 გოლით თანაგუნდელებს ტიტულის მოგებაში დაეხმარა და მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა "ინტერის" ხუთწლიან დომინირებას ბოლო მოუღეს.

პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"


მართალია, 2011/12 წლებში "იუვენტუსი" კვლავ დაეუფლა სკუდეტოს, მაგრამ "მილანის" რიგებში ზლატანის შედეგებს ეს ვერ გადაფარავს. მან 28 გოლი გაიტანა იმ სეზონში და თავის უახლოეს მდევარ დიეგო მილიტოს 4 გოლით აჯობა, თუმცა ჩემპიონატის მოგება ვეღარ შეძლო. ამის შემდეგ, 2012 წლის ივლისში, ალბათ, წარუმატებლობით განაწყენებული "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, რის შემდეგაც, ტრანსფერის ჯამური ღირებულებით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

საფრანგეთში თავდამსხმელს ყველაფერი იოლად გამოსდიოდა, მან 34 მატჩში 30 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზე მყოფ "მარსელთან" 12-ქულიანი უპირატესობით ჩემპიონი გახდა. 2013/14 წლებში იბრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ რვა მატჩში 10 გოლი გაიტანა, მათ შორის ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-ტრიკი, როცა "ანდერლეხტის" კარი სამჯერ აიღო და კვლავ საუკეთესო ბომბარდირი გახდა საფრანგეთში მოპოვებული მორიგი ჩემპიონობის ფონზე.

მომდევნო სეზონში მან დაადასტურა, რომ ასაკი მის შესაძლებლობებს ვერას აკლებს, რამეთუ კლუბს ტრებლი მოუპოვა, თვითონ კი ლიგა 1-ში ჩატარებულ 31 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის ზედიზედ 9 მატჩში, ხოლო პსჟ-მ ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა ზედიზედ მეორე ტრებლის მოგებით.

პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"


რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ამას მისი შედეგი, 116 მატჩში გატანილი 62 გოლიც ამტკიცებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მის მიერ გატანილი 11 გოლი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკიმ გააუმჯობესა, ყვითელ მაისურში კი არაერთი შესანიშნავი მომენტი ჰქონია, მათ შორის ინგლისის ნაკრების კარში შესრულებული პოკერი, რომელთაგან ერთ-ერთი გოლი, "მაკრატელა" წლის საუკეთესო გოლად დასახელდა. საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ მან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას განაცხადა.

პროფილი: ზლატანის გზა "იუნაიტედამდე"


ცეცხლოვანი ფორვარდი, რომელიც ყველგან ცენტრალური ფიგურაა, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, გამარჯვებულია ამ სიტყვის ნებისმიერი გაგებით. შესაძლოა, მას კონფლიქტი ჰქონოდა თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან, მოწინააღმდეგეებთან და მსაჯებთან, მაგრამ მისი ნიჭი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. რთული არ არის იმის წარმოდგენა, თუ რატომ ადარებენ ექსპერტები "იუნაიტედის" ლეგენდას ერიკ კანტონას.

180 მატჩში გატანილი 156 გოლით იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა, რომ პარიზში მისი ყოფნის დრო ამოიწურა და ინგლისში გადავიდა. როცა "იუნაიტედი", ყოფილი მენტორი ჟოზე მოურინიო გიხმობს, ერთადერთი გამოსავალი გაქვს. მოემზადეთ ზეიმისთვის...

წყარო: manutd.com
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
2 ივლისი 2016 12:05
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იბრა ეპლს ვწევთ წელს manunited
0
№2
ავტორი: უეინ რუნი
2 ივლისი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
გავკარი სუარესს სადაც იბრაა am
0
№3
ავტორი: Lady in red
2 ივლისი 2016 12:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ველი სეზონის დაწყებას, მალე მინდა ვიხილო იბრას თამაში.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2016 13:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კაი სტატიაა სგ ავტორ
0
№5
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Inglisi unda movigot ❤️
0
№6
ავტორი: kantona-7
2 ივლისი 2016 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მსოფლიოს 2 დიდი ფორვარდი ყავს ერთი დიდი ბრაზილიელი რონალდო და ერთიც ჩვენი იბრა მემგონირომ ამათ ვერავინ შეედრება ვერასდროს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: RojoDiablo
2 ივლისი 2016 15:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: kantona-7
მსოფლიოს 2 დიდი ფორვარდი ყავს ერთი დიდი ბრაზილიელი რონალდო და ერთიც ჩვენი იბრა მემგონირომ ამათ ვერავინ შეედრება ვერასდროს love

სუარესს ცოტა ვაცალოთ და ყველას დაგვავიწყებს. პირადად ჩემთვის მაგაზე მაგარი ცენტრფორვარდი არ არსებობს დღესდღეობით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: stepno
2 ივლისი 2016 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იბრააა იმედია აქაც აგაიმარჯვებ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top