"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა თავისი საფეხბურთო კარიერა მშობლიურ გუნდ "მალმიოში" დაიწყო და ამის შემდეგ თავისი ნიჭი ევროპის სხვადასხვა დიდ კლუბში გამოავლინა.
ნიჭით დაჯილდოებულმა შვედმა 2008 და 2009 წლებში ჟოზე მოურინიოს მილანის "ინტერში" ითამაშა და სერია A-ს გრანდს ზედიზედ მეორე და მესამე ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
ძლევამოსილ წინამღოლს ასევე მოგებული აქვს ჩემპიონატები "აიაქსთან", "იუვენტუსთან", "ბარსელონასა" და "მილანთან" ერთად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ხდებოდა საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული. პსჟ-ში ზლატანი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
საერთაშორისო დონეზე იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია 62 გატანილი ბურთით და იგი თავის ქვეყანას 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმოადგენდა. სანამ სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, თავისი მეოთხე ევროპის ჩემპიონატი ითამაშა გასულ თვეში.
ეს მხოლოდ მცირედი და მნიშვნელოვანი ნაწილია იბრაჰიმოვიჩის კარიერისა, დანარჩენების სანახავად კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოგალერეა.
სურათები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.