ახალგაზრდა ტალანტი მანჩესტერიდან მიდის.
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ტალანტს, ეშლი ფლეთჩერს მარკუს რეშფორდის გზის გავლა ნამდვილად შეეძლო, თუმცა ინგლისელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
20 წლის ინგლისელი ფორვარდი "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს და მზადაა თავისუფალი აგენტის სტატუსით "ვესტ ჰემში" გადაბარგდეს.
გუნდის მიერ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმების შემდეგ, ეშლიმ "იუნაიტედის" დატოვება გადაწყვიტა. იგი რამდენიმე დღეში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც სლავენ ბილიჩის გუნდს შეუერთდება.
მას შემდეგ, რაც ფლეთჩერი 21 წლის გახდება, "იუნაიტედი" მისგან დამატებით სარგებელს ნახავს, რამეთუ "ჩაქუჩებისგან" "ეშმაკები" კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას მიიღებენ. ჯერჯერობით კომპენსაციის რაოდენობა არ სახელდება.
გასული სეზონის ნახევარი ფლეტჩერმა იჯარის წესით "ბარნსლიში" გაატარა, სადაც ადგილობრივ ჩემპიონატში 27 მატჩში 9 გოლის გატანა, მათ შორის 2 გოლი "უემბლიზე" გამართულ ფინალურ მატჩში მოახერხა, რის შემდეგაც "ძაღლები" ჩემპიონშიპში გავიდნენ.
ეშლი ფლეთჩერის მომავალი "იუნაიტედში" მარკუს რეშფორდის ბედს მჭიდროდ გადაეკვეთა. "უოტფორდის" წინააღმდეგ ნოემბერში გამართული მატჩის დროს, მოედანზე სწორედ ფლეთჩერი უნდა გამოსულიყო, თუმცა მან ტრავმის გამო მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა, მის მაგივრად კი შემადგენლობაში რეშფორდი გამოჩნდა. სამი თვის შემდეგ, ეშლიმ კლუბი იჯარით დატოვა. მარკუსს კი პროფესიონალურ ფეხბურთში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. მან "მიტდიულანდის" წინააღმდეგ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, ალბათ პირველი ფორვარდი გახდა, რომელმაც ევრო 2016-ზე გამგზავრება დაიმსახურა.
ბარნსლისა და მანჩესტერის სიახლოვემ, ფლეთჩერის კარინგტონის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას ხელი შეუწყო.
წყარო:
Manchester Evening News