მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში სიახლეა, ვარჯიშებს დაუბრუნდა ინგლისელი ნახევარმცველი ეშლი იანგი და მზად არის შემდეგ თამაშში მონაწილეობა მიიღოს. ინგლისელმა ფეხბურთელმა რამოდენიმე კვირა გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო, მაგრამ როგორც The Daily Mail იუწყება:
იანგი დაუბრუნდა სრულფასოვან ვარჯიშს მანჩესტერ იუნაიტედთან. გუნდის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ იგი შეძლებს მოედანზე გამოსვლას 20 ოკტომბერს სტოკ სიტის წინააღმდეგ.
იანგის დაბრუნება ძალიან დაეხმარება წითლებს, ვინაიდან გუნდს სხვა ფეხბურთელებიც აკლია ძირითადი შემადგენლობიდან. ამის მიუხედავად, ერთი ფეხბურთელის დაბრუნება მეორე ფეხბურთელის მანჩესტერული კარიერის დასასრულს უდრის. ცუდად აისახება თუ არა, იანგის დაბრუნება ნანის კარიერაზე მანჩესტერ იუნაიტედში?
თქვენც ალბათ არა ერთხელ გიფიქრიათ ამაზე.
პორტუგალიელი არც თუ ისე კარგად გამოიყურება ბოლო პერიოდია, ეს აისახება მის სათამაშო დროზეც. ფერგიუსონი მას, როგორც ჩანს არ ენდობა. პლუს ამას დაემატა ეშლი იანგის დაბრუნებაც. რობინ ვან პერსი არაჩვეულებრივად გამოიყურება მოედანზე, ამიტომ მას არ ემუქრება შემადგენლობიდან ამოვარდნა. არც შინჯი კაგავა გამოიყურება ცუდად, აქედან გამომდინარე ისიც რჩება ძირითად შემადგენლობაში. მარჯვენა ფლანგზე უდაოდ ანტონიო ვალენსია იქნება. უეინ რუნისაც კარგი ადგილი გამოუჩნდა მოედნის ცენტრში. ნანისთვის უბრალოდ ადგილიც არ არის შემადგენლობაში. მისი თამაშიდან გამომდინარე იგი ვერ შეძლებს ჩამოთვლილ ფეხბურთელებისთვის კონკურენციის გაწევას. რა თქმა უნდა, მას მიეცემა შანსი მოედანზე გამოსვლის ყველა ტურნირში, მაგრამ სათადარიგო სკამიდან და ესეთი მომავალი ნანის ნამდვილად არ უნდა ოლდ ტრაფორდზე. არ არის გამორიცხული, რომ იგი გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვოს.
აქედან გამომდინარე, არავინ იცის თუ სად და როგორ დაასრულებს პორტუგალიელი ნახევარმცველი ამ სეზონს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქმე ასე გაგრძელდა იგი აუცილებლად დატოვებს გუნდს ამ ზამთარში.