თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 5
ვიდეო: გოლები "გალათასარაის" წინააღმდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინასასეზონო ტურნეს მეტოქის წინააღმდეგ გატანილი გოლები.
ვიდეო: გოლები
"მანჩესტერ იუნაიტედი" 30 ივლისს გოტენბურგში "გალათასარაის" წინასასეზონო ტურნეს მატჩში დაუპირისპირდება.

მანამდე ეს კლუბები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი დაპირისპირება 1993 წლის ოქტომბრით თარიღდება, როცა ევროპის თასის მეორე რაუნდში "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა - ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი და ერთი ავტოგოლი არიან "წითლების" მხრიდან გატანილი გოლების ავტორები. ამ სანახაობრივ მატჩს სტამბოლში უგოლო ფრე მოჰყვა, რამაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ტურნირს გამოთიშა.

"იუნაიტედი" და "გალათასარაი" 1994/95 წლებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს. "ალი სამი იენზე" კიდევ ერთი უგოლო მატჩი შედგა, სახლში კი "წითლებმა" 4-0 იმარჯვეს დევიდ ბექჰემის, საიმონ დევისის, როი კინისა და ავტოგოლის წყალობით.

მომდევნო შეხვედრამდე 8 წელი გავიდა, 2012 წლის სექტემბერში კი მაიკლ კერიკის გოლმა "იუნაიტედს" ჯგუფურ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. იმ დროს ახალაშენებულ "თურქ ტელეკომ არენაზე" გამართულ მატჩში ფერგიუსონის შეგირდები 1-0 დამარცხდნენ, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდათ.

"გალათასარაის" კარში გატანილი ყველა გოლის ხილვა შეგიძლიათ ვიდეოკლიპში:

ვიდეოები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 ივლისი 2016 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კინმა რა ჩაატარა wink
0
№2
ავტორი: stepno
1 ივლისი 2016 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კინი და ქერიქი love
0
№3
ავტორი: U N I T E D
1 ივლისი 2016 14:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: ვახო ( G G M U)
კინმა რა ჩაატარა wink

wink
0
№4
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2016 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Exlac unda amovtenot
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივლისი 2016 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გალათასარაისთან სულ უჭირთ ისე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top