"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი ერიკ ბაიი მომდევნო სეზონისთვის ემზადება და თავის "ინსტაგრამ" ექაუნთზე ვარჯიშის ამსახველი ვიდეო ატვირთა.
კოტ დ'ივუარელი მცველი 6 ივნისს "ვილიარელიდან" გადავიდა "იუნაიტედში", მაგრამ ჯერ სამუშაო ნებართვა არ მიუღია. თავის ახალ თანაგუნდელებს კი მალე შეხვდება, როცა ისინი მომდევნო კვირაში სავარჯიშო კომპლექსს დაუბრუნდებიან.
ბაიის მიერ ატვირთულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ემზადება 22 წლის მცველი მომდევნო სეზონისთვის და თავის ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებს.
ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: instagram.com