"არსენალის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ უკვე ზაფხულში, ის მიხვდა, რომ იმ კლუბთან, რომელთანაც რობინი კონტრაქტს მოაწერდა ხელს, მიაღწევდა წარმატებას: "სერ ალექსისგან რამოდენიმე სატელეფონო ზარი მივიღე. ვიგრძენი სერ ალექსის, პროფესიონალური მოკიდება საქმისადმი. მე მას ვუთხარი, რომ პასუხს მეორე დღეს გავცემდი. ხომ ხვდებით იმას, როდესაც თქვენ ყიდით კლუბის საუკეთესო მოთამაშეს და ეს მოთამაშე შენი მოწინააღმდეგის ფეხბურთელი იქცევა, თქვენ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ." – განაცხადა ვენგერმა yahoo.com–თან.
"ამ დროისთვის რობინი ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მსოფლიოში. თქვენ ყოვეთვის იცით, რომ მას გოლის გატანა ნებისმიერ წუთს შეუძლია. ის რომ "სიტიში" გადაბარგებულიყო, გახდებოდა ყველაზე კარგი ფეხბურთელი მანჩინისთვის."
"ახლა რობინი თავისი ფორმის ზენიტშია. ის ფეხბურთში, ძალიან კარგ დონეზე დგას. ახლა ის აღარ იღებს ტრავმებს, როგორც ადრე ხდებოდა. ეს მას ნებას აძლევს, რეგულარულად გამოვიდეს მინდორზე. ზოგჯერ შეიძლება მისი თამაში, ვერ შეამჩნიოთ 20 წუთის განმავლობაში. მაგრამ იცოდეთ, ის თუ იღებს თავის შანსს, გამოიყენებს ასი პროცენტით. ახლა ის, მეტოქის საჯარიმოდან ცოტა მოშორებით თამაშობს. მაგრამ ჩემი აზრით, მას უფრო მეტოქის საჯარიმოში თამაში უხდება, სადაც ის ძალიან კარგად ხმარობს "მკვლელის ინსტიქტს"
Daily Mail–მა მოგვაწოდა მცირედი ინფორმაცია, რობინზე. "არსენალის" ბევრი გულშემატკივარი, რობინს ვერ იტანს, რადგან ის "იუნაიტედში" გადავიდა. "არსენალის" ხელმძღვანელობა, კიდევ ვერ ეგუება იმ აზრს, რომ რობინმა ისინი დატოვა. "არსენალმა" 2013 წლისთვის გამოუშვა დღიური, რომელზეც რობინ ვან პერსია. ბევრმა გულშემატკივარმა, რომელმაც დღიური 4,99 ფუნტად შეიძინეს, იყვნენ აღფრთოვანებულნი, რობინის სურათით. "კონონირების" ერთ–ერთმა გულშემატკივარმა, რომელსაც მეუღლემ ეს დღიური საშობაოდ აჩუქა, განაცხადა: "ახლა ეს იქნება მთელი წლის სამახსოვროდ. ეს მე მომკლავს. გამიხარდა, რომ მეუღლემ ასეთი საჩუქარი გამიკეთა, მაგრამ მე მას ეგრევე ვუთხარი: "მაპატიე, მაგრამ მე მისი გამოყენება არ შემიძლია"