თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2845,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" "ვალენსიას" ფორვარდით დაინტერესდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი სამიზნე.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვალენსიას" ახალგაზრდა თავდამსხმელით, ფერჰატ კოგალანით ინტერესდება.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრმა კლუბმა 14 წლის ფორვარდი ოთხშაბათს მანჩესტერში სინჯებზე მიიწვია და ფერჰატი კარინგტონის სავარჯიშო კომპლექსზე მამასა და აგენტთან ერთად ჩავიდა.

კოგალანი სხვადასხვა ახალგაზრდულ ტურნირზე თავის გამოჩენის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში ისეთი კლუბების სამიზნე იყო, როგორებიც "იუნაიტედი", "არსენალი", "იუვენტუსი" და დორტმუნდის "ბორუსია" არიან.

"იუნაიტედი" "ვალენსიას" ფორვარდით დაინტერესდა


"ვალენსიას" ახალგაზრდული სისტემის სხვადასხვა გუნდში თამაშისას მან 22 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა, მის ინტერესებს კი ჰაბიბ ანტარი, იგივე აგენტი წარმოადგენს, ვინც სოფიან ფეგულის "ვესტ ჰემში" გადასვლას შეუწყო ხელი.

ფერჰატის მამა სედათი აცხადებს: "არ ვჩქარობთ, რადგან ფერჰატს "ვალენსიასთან" 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი.

მაგრამ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბი გეპატიჟება, ლოგიკურია პირობების შესწავლა, არა?


წყარო: dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
28 ივნისი 2016 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ძალიან კარგი, რაც უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი გვეყოლება მაგას რა ჯობია, მაგრამ ჯერ დიდებს მიხედონ სჯობს.
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
28 ივნისი 2016 16:21
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კარგია, რომ ჟოზე ახალგაზრდებზეც ფიქრობს, იმედია ეგრე გააგრძელებს და პირველ გუნდშიც მისცემს ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას. gun2
0
№3
ავტორი: Lalana
28 ივნისი 2016 16:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ლივერპულმა დაიმატა მანე,ახლა მოურასაც ეჩალიჩებიან და ჯერ არც არაფერი იწერება ისეთ ხალხზე რომლის პოზიციოს გაძლიერებაც გვსურს.იმედია მიწურულDი რაღაც უაზრო ტრანსფერებს არ განახორციელებენ.
0
№4
ავტორი: მარსიალი
28 ივნისი 2016 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
მაურინიო თუ ფიქრობს რო 3-5 წელზე მეტხანს გაქაჩავს იუნაიტედში ტრუხაა ზოგადად მაგარ 3 წელს დადებს მერე წავა ჩემის ვარაუდით და გიგზი უნდა დანიშნონ იქამდე აკრიფავს ასისტენტად სქოულზი მოთამაშეების მიმკაჩავებლად რიო ფერდინანდი
0
№5
ავტორი: rooney-scholes
28 ივნისი 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: Legend Sir Alex
კარგია, რომ ჟოზე ახალგაზრდებზეც ფიქრობს, იმედია ეგრე გააგრძელებს და პირველ გუნდშიც მისცემს ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას. gun2

ასეთ პატარას პირველ გუნდში ვერ ათამაშებს wink
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
28 ივნისი 2016 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვინც ბურთი გააგორა ყველა აქ მოდის რა
0
№7
ავტორი: U N I T E D
28 ივნისი 2016 17:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
კარგია ახალგაზრდული გუნდი კარგი რომ არის მაგრამ ჯერ მთავარი გუნდია მისახედიიი hi2
0
№8
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2016 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dzalian kargi
0
№9
ავტორი: dybbuk
28 ივნისი 2016 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ერთი ტერორისტი ყველა გუნდშია საჭირო wink
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივნისი 2016 17:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პირველ გუნდსაც მიხედონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top