ბოსნიელი მუიო ომეროვიჩის დედამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მისი შვილისადმი ინტერესი დაადასტურა.
ბოსნიურმა სადგურმა Face TV-მ არაერთი ვიდეოკლიპი გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია პატარა მუიო, რომელიც თავის ასაკთან შედარებით დაუჯერებელ უნარებს ავლენს.
ამჟამად ფლორიდაში, აშშ-ში მცხოვრები ომეროვიჩი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზე და თავისი მშობლიური ქვეყნის ნაკრების რიგებში თამაშზე ოცნებობს.
შეთავაზების შესახებ მუიოს დედამ, სამკა კურდიამ განაცხადა: "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ გამოგზავნილი პირველი ელექტრონული შეტყობინების შემდეგ დარეკეს და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
როცა ვკითხეთ, თუ საიდან გაიგეს მუიოს შესახებ, გვიპასუხეს, რომ რეგულარულად ადევნებენ თვალს საბავშვო ლიგასა და ტურნირებს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები".
ეს ყველაფერი ხაზს უსვამს "წითელი ეშმაკების" სკაუტთა სისტემის კარგ მუშაობას. მათ აღმოაჩინეს ბავშვი, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 27 გოლი გაიტანა.