დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატცკე აცხადებს, რომ ჰენრიხ მხითარიანის მომავალს კლუბი მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს.
27 წლის სომეხი ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო სამიზნედ ითვლება და მან უკვე შეათანხმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი.
მინო რაიოლამ არ დამალა, რომ მის კლიენტს "იუნაიტედში" თამაში სურს, მაგრამ გერმანული კლუბი ამაზე თანახმა არ არის, რის გამოც არაერთი კონფლიქტური მოლაპარაკება შედგა.
მხითარიანი, რომელმაც 2015/16 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 18 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფეხბურთელების ვერსიით, მალე, შეიძლება, იგივე პრემიერ ლიგაში გააკეთოს.
ვატცკემ "კიკერს" განუცხადა: "მის მდგომარეობას ამ კვირაში გავარკვევთ. ეს საკითხი არა მარტო სპორტულ დირექტორ მიხაელ ზორკთან და მწვრთნელ ტომაშ ტუხელთან უნდა გაირკვეს, არამედ ხელმძღვანელობასთანაც.
რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ყოველ ტრანსფერში სამი პერსპექტივა არსებობს: კომერციული, სტრატეგიული და სპორტული. თუკი ეკონომიკური მხარე გადაწონის, ისეც ხდება, რომ ბოლოს გადაწყვეტილებას ცვლი".