მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს , რომ ჰოვარდ ვები დააკვირდება ლუის სუარეზს და სადაო მომენტებში "იუნაიტედის" მხარეს დაიჭერს.
ჰოვარდ ვები "ოლტრაფორდზე" იმსაჯებს მანჩესტერ "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაში.მატჩამდე ერთი დღით ადრე სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა , რომ ვებმა ყურადღება უნდა მიაქციოს სუარესს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამეორდეს წინა კვირის მატჩის შემთხვევა,რომელიც ლივერპულმა ინგლისის თასზე "მანფილდზე" წინააღმდეგ გამართა.
"სიმართლე გითხრათ არ მინახავს თამაში "მანფილდზე" მაგრამ , როგორც ჩანს ამ ბიჭს მოსწონს სიმულაცია და ამით იღებს სიამოვნებას. სანამ მატჩი დაიწყება სხვა გუნდებშიც დგას ამ ბიჭზე პრობლემა, რადგანაც სადაო მომენტებში ის მიმართავს სიმულაციას და ხშირად მსაჯები ედებიან მის სატყუარას და ნიშნავენ ჯარიმას. ეს ბუნებრივია მსაჯებს არ აქვთ უფლება მეორედ ნახონ ესა თუ ის მომენტი. ისინიც ხო ადამიანები არიან, მაგრამ ვიმედოვნებ , რომ მსაჯები არ წამოეგებიან მის პროვოკაციას"
"ამ წლებში სუარესმა შეცვალა მანჩესტერის და ლივერპულის დაპირისპირება. ის ყოველ მატჩზე მიმართავს სიმულაციას. სიმართლე გითხრათ ამ ორ გუნდის დაპირისპირებაში არ იშვიათად ხდებოდა ხოლმე ფეხბურთელის მხრიდან სიმულაცია , რაც თამაშს უფრო სანახაობრივს ხდიდა" ციტირებს ფერგიუსონი ყოველდღიურ გამოცემა Express-სთან.