"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის და ცდილობს გუნდი ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელებით დააბალანსოს. მან უკვე განახორციელა პირველი ტრანსფერი და "ვილიარეალიდან" შეიძინა 22 წლის მცველი ერიკ ბაიი. ინგლისური გამოცემების თანახმად, მრავლად არიან გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ჟოზეს ხელმძღვანელობით "იუნაიტედში" მომავალი არ აქვთ, ერთ-ერთი მათგანი კი არგენტინელი მცველი მარკოს როხოა.
როხო, რომელსაც "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი მუდამ ენდობოდა, მარცხენა და ცენტრალური მცველის ფუნქციას ასრულებდა. The Sun-ის ცნობით, ერთ-ერთი პირველი ვინც გუნდს დატოვებს სწორედ როხოა რომელმაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და გასულ სეზონშიც არაპროდუქტიული იყო. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებელი თამაშის წყალობით მცველმა მიიქცია ინგლისური გრანდის ყურადღება და "ლისაბონის სპორტინგიდან" 15 მილიონ ფუნტათ შეიძინა.
ჭორების თანახმად, მარკოსს ესპანეთიდან, იტალიიდან და ჩინეთიდან აქვს შეთავაზებები, "იუნაიტედი" კი მას მინიმუმ 9.7 მლნ. ფუნტად გაყიდის.