გამოცემა Tuttomercatoweb.-ი იუწყება, რომ ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი, შეიძლება, ევრო-2016-ის დამთავრების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდეს.
"ზენიტის" წამყვან ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნილებაა, რამეთუ ინგლისური გრანდის გარდა ბელგიელი ნახევარმცველით "სტოკი" "ნაპოლი" და ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.
ვიტსელს ეროვნული ნაკრების მაისურით 69 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 7-ჯერ შეძლო ამ მატჩებში. ის შეიძლება სათადარიგო ვარიანტი აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში თუ ჟოზე მოურინიომ ვერ შეძლო "ჩელსიდან" მატიჩის ან "ლესტერიდან" ნ'გოლო კანტეს შეძენა.
2012 წელს ყველასთვის მოულოდნელად აქსელ ვიტსელი "ბენფიკადან" "ზენიტში" გადავიდა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ამ ხნის განმავლობაში რუსული გუნდის მაისურით ჩაატარა 106 თამაში და 15 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 15-20 მილიონი ევროა