ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომდევნო კვირას "ოლდ ტრაფორდზე" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
შვედი თავდამსხმელი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის პირადი კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას იბრაჰიმოვიჩის აგენტ მინო რაიოლასა და "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა.
მოლაპარაკებებს იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამეთუ მის დასრულებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვარაუდობდნენ.
"იუნაიტედში" იბრაჰიმოვიჩის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი სირთულის შექმნას არ ელიან, რადგანაც ზლატანი თავს შესანიშნავად გრძნობს.