თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2016, 14:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2710,
კომენტარები: 18
"იუნაიტედის" ალტერნატივა გერმანელი იქნება
"იუნაიტედს" გერმანელი სურს.
"წითელმა ეშმაკებმა" იულიან დრაქსლერისადმი ინტერესი შეთავაზების გაკეთებით დაადასტურეს, თუმცა დრაქსლერთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ "იუნაიტედი" ვერ შეათანხმებს ტრანსფერს "დორტმუნდთან" ჰენრიხ მხითარიანის თაობაზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 30 მილიონი გადაიხადოს "ვოლფსბურგის" შემტევისათვის, იულიან დრაქსლერისათვის - იტყობინება Daily Star.

ჟოზე მოურინიო სატრანსფერო ბაზარზე, ეძებს შემტევ ნახევარმცველს და ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს დორტმუნდის "ბორუსიასთან", რათა ჰენრიხ მხითარიანი შეიძინოს.

იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა დორტმუნდულ კლუბთან, "წითელი ეშმაკები" 22 წლის დრაქსლერის გადაბირებას შეეცდებიან. თუმცა თავად "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელობას არ სურს თავიანთი გუნდის ლიდერის გაყიდვა და მის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: rooney-scholes
27 ივნისი 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
მაგ სომეხს თავი დაანებეთ და ამ ტალანტს მიხედეთ 3d_10
0
№2
ავტორი: Lee Sharpe
27 ივნისი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
30 ად თვითონ იყიდეს და მეტად გაყიდიან 45 მილიონი მეტი არა, ოღონდ ის სომეხი არ მოიყვანონ
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
27 ივნისი 2016 14:10
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მე პირადად ორივე მინდა, იმიტო რო იბრა მოვა მაქსიმუმ 2 წლით, რეშფორდმა თუ არ შეწყვიტა პროგრესი მაშინ ის დადგება ძირითად ცენტრალურ ფორვარდად, რუნიც ვეღარ იქნება ისეთ დონეზე და ისევ დადგება 10ის და მარჯვენა ფლანგის პრობლემა
0
№4
ავტორი: hemi
27 ივნისი 2016 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
დრაქსლერიიიიი მოიყვანონ ეს რა მხითარიანს მიაკვდნენ გადაიხადონ 30 მილიონი ამაზე ნაღად ალალი იქნება, ხრუსტჰ

ხრუსტალი კია მარა ძაან კლასნია მაინც და პროგრესირებს თან + ახალგაზრდა

არც დორტმუნდს უნდოდა მხითოს გაშვება და ვოლვსბურგი რაღა გახდა თან დაჟე არც ევროპაზე არიან ეგ უბედურები, ნუ ჩვენ რო ვართ რა ხეირი მარა მაინც, გადააშენეთ ჰენრიკა მოიყვანეთ დრაქსლერი და ხამესზე დაჩალიჩდით კიდე, იბრა მოდის და ერთ მარჯვენა მცველს თუ იყიდის მეტი არავინ არ გვინდა ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი დადგება იმ წამში
0
№5
ავტორი: ikeoni
27 ივნისი 2016 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Esec Kai variantiaa
0
№6
ავტორი: shotkin
27 ივნისი 2016 14:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მომდევნო სეზონში ოღონდ ლინგარდს და იანგს არ ვუყურო და ასევე ამ ფორმაში მყოფ დეპაის და იყიდეთ გინდა სომეხი გინდა კაბო ვერდელი,ან ებოლათი დაავადებული ოღონდ გამოსადეგი და კაი იგროკი იყოს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაუჭირდებათ ამის ყიდვა
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
27 ივნისი 2016 14:47
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ მაგარი ტალანტია იულაინი, ჯერ მარტო შალკედან დაწყებული ვადავნებ მის თამაშს თვალს და მართლა ძალაინ მაგარი ფეხბურთელია. შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. პირადად მე არჩევანის საშუალება, რომ მქონდეს დრაქსლერსა და მხითარიანს შორის, მე გერმანელს ავირჩევდი, თანაც ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.
0
№9
ავტორი: dybbuk
27 ივნისი 2016 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დრაქსლერიის ვარიანტი ყველაფრით ჯობია, ასაკი, ტექნიკა, სისწრაფე და ყველაზე მთავარი ფასი
0
№10
ავტორი: Jorj
27 ივნისი 2016 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
მგონი მარტო მე მინდა მხითოს მოსვლა wink wink
პ.ს. სომეხი არ ვარ derpgop
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top