"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი ისლანდიასთან მატჩში მოედანზე გასვლის შემთხვევაში რეკორდს დაამყარებს.
რუნი, რომელიც "სამი ლომის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია, ორშაბათს 115-ე მატჩს ჩაატარებს თავისი ქვეყნის ეროვნული მაისურით და დევიდ ბექჰემის შედეგს აჯობებს, რითაც ინგლისის ყველა დროის რეკორდს დაამყარებს მოედნის ფეხბურთელებს შორის.
მოქმედი რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს ეკუთვნის და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, სლოვაკეთთან შეცვლაზე შესვლის შედეგად რუნი მის შედეგს გაუტოლდა. ხოლო უკვე ხვალ, ნიცაში, ისლანდიის ნაკრებთან თამაშის შემთხვევაში რუნი რეკორდს გააუმჯობესებს.