თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2013, 16:58
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1951,
კომენტარები: 11
ფილ ჩისნალის მოგონებები
დაპირისპირება ორ ინგლისურ გრანდს "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის, იმდენად დაძაბული იყო, რომ 1964 წლიდან ამ ორ გუნდ შორის ერთმანეთში ტრანსფერი არ გაკეთებულა, გარდა ფილ ჩისნალის ტრანსფერისა...
ფილ ჩისნალის მოგონებები
ჩისლანის გარიგება "ლივერპულიდან" "იუნაიტედში" საკმაოდ მაცდური აღმოჩნდა, რადგან ფეხბურთელს 25 ათასი ფუნტი შესთავაზეს, რაც იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა იყო. ფილს კი მიეცა შანსი ეთამაშა ლეგენდარული მწვრთნელებთან – სერ მატ ბასბისთან და ბილ შენკლისთან.

ფილმა თავისი მოგონებები ხალხს გაუზიარა: "როდესაც, მიმდინარეობდა ჩემი ზრდის პერიოდი, კლუბები ასე გაცხარებით არ იბრძოდნენ, როგორც დღეს ხდება. როდესაც მანჩესტერში ვიმყოფებოდი, ორმოცდაათიან წლებში, მაშინ ჩვენ შეგვეძლო ჯერ "იუნაიტედის" მატჩისთვის გვედევნებინა თვალი, ხოლო შემდეგ კი "სიტისთვის". "იუანიტედი" იმ დროს უფრო წარმატებული იყო და "ბასბის ბიჭებმაც" ძალიან დიდი კვალი დატოვეს ინგლისურ ფეხბურთში. მაგრამ, იმ დროს "სიტისაც" ჰყავდა კარგი გუნდი. სწორედ ამიტომ, მანჩესტერელები ორივე კლუბის სანახავად სიხარულით მიდიოდნენ სტადიონზე."

"იუნაიტედს" შევუერთდი 1958 წელს, მიუნხენის კატასტროფის შემდეგ. იმ დროს კლუბს "ლივერპულთან" არანაირი დაპირისპირება არ ჰქონდა. ეს კლუბი იმ დროს მეორე დივიზიონში თამაშობდა, როდესაც "ბასბის ბიჭებს" მთელი ევროპა იცნობდა. პრინციპულ დაპირისპირებად კი ორი მანჩესტერული კლუბის, დაპირისპირება ითვლებოდა. დღეისთვის კი ხალხის უმეტესობა თვლის, რომ "იუნაიტედის" დაუძინებელ მტრად, სწორედ "ლივერპული" ითვლება."

"იუნაიტედის" შემადგენლობაში, ჩემი დებიუტი 1961/62 წლებში შედგა, იმ დროს "ლივერპული" ისევ მეორე დივიზიონში გამოდიოდა. რამოდენიმე წლის შემდეგ კი "ლივერპული" ბილ შენკლიმ ჩაიბარა, რამაც ძალიან იმოქმედა კლუბის ისტორიაზე. უკვე 1963/64 წლებში "ლივერპულმა" თავისი პირველი ტიტული მოიპოვა, ხოლო "მანჩესტერი" მეორე ადგილს დასჯერდა. 1964 წელს შენკლიმ ჩემი კლუბში ხილვა მოინდომა და, მეც "ლივერპულის" მოთამაშე გავხდი. ჩვენ მოვიგეთ ინგლისის თასი 1965 წელს და შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი 1965/66 წლებში. მე ვფიქრობ სწორედ იმ დროს გაჩნდა ამ კლუბებს შორის დაპირისპირება. ყველაფერი ეს კი იმ დროიდან დაიწყო, როდესაც "ლივერპულმა" ტიტულების მოპოვება დაიწყო."

ლივერპული და მანჩესტერი სულ ერთი საათის სავალზეა დაშორებული. გულშემატკივრები ძალიან ამაყობენ თავიანთი კლუბებით, ამიტომაცაა ამხელა კონკურენცია მათ შორის. ცოტა ხნის წინ, "იუნაიტედმა" "ლივერპულს" ეროვნული ტიტულების რაოდენობით გაუსწრო, რამაც "ნავთი მიასხა ცეცხლს". მეორეს მხრივ კი "ლივერპული" უფრო წარმატებული იყო ჩემპიონთა ლიგაში.

"როდესაც "ლივერპულში" გადავედი, ამან არანაირი გამოხმაურება არ გამოიწვია, როგორც დღეს ხდება. დღეს ამას გაზეთები იყენებენ, თავიანთი რეპუტაციის ასამაღლებლად. უნდა დაფიქრდე და გადაწყვიტო სიკვდილ – სიცოცხლის საკითხი, ასე წარმოადგენს ამ ამბავს პრესა. "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულიდან" გადავბარგდი. არ მახსოვს, რომ მე განსაკუთრებულად დამხვედროდენ. მაშინ ჩვენ 3–1 წავაგეთ და თამაშშიც არაფერი უჩვეულო არ მომხდარა."

"იმ თამაშებს დღევანდელ დღესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, რადგან დღეს ფეხბურთელებს, ღმერთებივით ეპყრობიან. იმ დროს, მე სერ მატ ბასბის კლუბში ვიმყოფებოდი და ნებისმიერ ფეხბურთელს შეეძლო პაბში შესვლა და რამოდენიმე ბაკალი ლუდის დალევა და რაც მთავარია გულშემატკივრებთან ერთად მატჩის განხილვა შეგვეძლო. მოგვიანებით ბილეთების რიგში ვიდექით რათა შინ დავბრუნებულიყავით, თუ მატჩს წავაგებდით ვისმენდით უკმაყოფილო გულშემატკივრების შენიშვნებსაც. დღეს კი ჩვენ ვხედავთ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ მანქანებში ხტებიან და გულშემატკივრებს ემალებიან. ეს უბრალოდ სასაცილოა!"

"იუნაიტედში" 1958 წელს გადავედი მიუნხენის კატასტროფის შემდეგ, კლუბში კი სარეზერვო ფეხბურთელებმა დაიწყეს თამაში. 19 წლის ასაკში კი ჩემი დებიუტი შედგა. იმ დროს არაფერი მაშინებდა. ამ ასაკში ნაკლებად გეშინიათ რამის ან ვინმესი. მე ვიყავი ბედნიერი მინდორზე გამოსვლით და ფეხბურთის თამაშით, ასევე ვიღებდი ხელფასსაც. როდესაც უყურებდით დენის ლოუს და ბობი ჩარლტონის თამაშს, უბრალოდ ბედნიერები იყავით. კლუბში ბევრი კარგი ადამიანი იყო – ჰარი გრეგი, ტონი დანი, ბილ ფოულკსი. გამიმართლა, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე."

ფილ ჩისნალის მოგონებები


სტატია მოამზადა ლადო ღონღაძემ !

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
12 იანვარი 2013 17:10
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თუ გინდათ აპინეთ mocking2

შემაფასეთ))
0
№2
ავტორი: Tsuki
12 იანვარი 2013 17:16
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
Lado Ghonghadze,

საღოლ კაია :) ბევრი გიშრომია.... საღოლ საღოლლლლ
0
№3
ავტორი: UTD-Rule
12 იანვარი 2013 18:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ კაია )) სურათი გავუკეთე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Vodafone
12 იანვარი 2013 19:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ.
რატო არ აქტიურობთ რა ხდება???
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2013 19:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ, საღოლ ავტორ! სიმართლე გითხრა ცუდი დრო შეარჩიე ასეთი სიახლისთვის, მერე ამოვწევ, ლივერპულის თამაშმა გადაიაროს
0
№6
ავტორი: RVP (20)
12 იანვარი 2013 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
კაია )
0
№7
ავტორი: love united
12 იანვარი 2013 19:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო!..
0
№8
ავტორი: ლადო
12 იანვარი 2013 20:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
GioO_o,
კარგი მერე ამიპინე

გაიხარეთ ყველამ))
0
№9
ავტორი: Malboro463
12 იანვარი 2013 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვუტტონმა გოლი შეAგდო მალადეც
0
№10
ავტორი: ლადო
12 იანვარი 2013 22:38
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ჩემი ავატარი რატომ არ დგასსს?? მარტო ჩემიზე არ დგას? what
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top