"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი ადასტურებს, რომ მას სურდა ტონი კროოსის შეძენა.
დევიდ მოიესის მოღვაწეობა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 10 თვე გაგრძელდა.
მოიესმა the times-ს განუცხადა: "მინდოდა ტონი კროოსის გაფორმება "მანჩესტერ იუნაიტედში."
"მეგონა, რომ მისი ძლიერი უნარებით შეიძლებოდა გამხდარიყო ისეთი დიდებული ფეხბურთელი, როგორიც ლეგენდალური პოლ სქოულზი იყო. ის საბოლოოდ "რეალში" გადავიდა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე."
"ტონი კროოსი არის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფეხბურთელი, რომელიც ძალიან წააგავს ჩაბი ალონსოს, ანდრეა პირლოს და პოლ სქოულზს."