ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედის" პასიურობა აშფოთებს.
ჟოზე მოურინიო სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ იუნაიტედის" პასიურობით შეშფოთებულია.
"იუნაიტედმა" მიმდინარე თვის დასაწყისში "ვილიარეალიდან" ცენტრალური მცველი ერიკ ბაიი შეიძინა 30 მლნ. ფუნტად და მოურინიო კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა ნაადრევი ტრანსფერების განხორციელება ვერ შეძლო.
პორტუგალიელს მინიმუმ ოთხი ახალწვეულის მიყვანა სურს "ოლდ ტრაფორდზე" და მის ინტერესთა სფეროში "რეალ მადრიდის" მცველი რაფაელ ვარანი, "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ჰენრიხ მხითარიანი და თავისუფალი აგენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოექცნენ.
"წითელი ეშმაკები" პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველით, რენატუ სანჩეშითაც ინტერესდებოდნენ და ედ ვუდვორდმა მისი თამაშის სანახავად სკაუტებიც გაგზავნა, სანამ ფეხბურთელი 10 მაისს "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ლუი ვან გაალმა სანჩეშის შეძენა არ ისურვა.
თავის მხრივ მოურინიომ ცხადყო, რომ პორტუგალიასთან კავშირში მყოფ ფეხბურთელს არ შეიძენდა და მიუხედავად იმისა, რომ ჟოაო მარიოს დიდი გულშემატკივარია, არ აპირებს მის გადაბირებას "ოლდ ტრაფორდზე", რადგანაც არ მიაჩნია, რომ მარიო კლუბს ახალს რამეს შესძენს.
ამის საპასუხოდ ჟოზე პოგბას შეძენას ცდილობს, მაგრამ აცნობიერებს, რომ ფრანგის გადაბირების მცირე შანსი აქვს და შესაბამისად, პესიმისტურად არის განწყობილი.
სატრანსფერო სამიზნეა "ბაზელისა" და შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ბრილ ემბოლოც, მაგრამ "იუნაიტედს" 19 წლის ფეხბურთელის თაობაზე ჯერ შეთავაზება არ გაუკეთებია.
წყარო:
M.E.N.