ზუსტად ორი წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა ბილბაოს "ატლეტიკიდან" ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას შეძენის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამ ხნის განმავლობაში ბასკი ძალიან პოპულარული ფეხბურთელი გახდა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივართა შორის.
ერერას მიერ პრემიერ ლიგაში გატანილი 9 გოლი, რომელთაგან სამი "არსენალისა" (2) და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებზე მოდის, საერთო ჯამში კი 72 მატჩში 13 გოლის გატანა ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ვრცელდება. თუმცა, 26 წლის ფეხბურთელი ამის გარდა საგოლე გადაცემებითაც გამოირჩეოდა და ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში ენტონი მარსიალისთვის გაკეთებული საგოლე პასი მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პასად უნდა ჩაითვლაოს.
ანდერ ერერას შეძენისას მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა რაიან გიგზმა თქვა: "ანდერი ფანტასტიკური ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი ენერგია და ფანტაზია აქვს. გვჯერა, რომ მას ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედის" გულშემატკივარს ძალიან შეაყვარებს თავს. მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა და კლუბის მომავალში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა".
თავის მხრივ ერერამ კი განაცხადა: "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ოცნების ახდენაა."ოლდ ტრაფორდზე" ევროპა ლიგის მატჩში "ატლეტიკის" რიგებში ვითამაშე და ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. "იუნაიტედს" იმისათვის შევუერთდი, რომ გავაკეთო ყველაფერი, რითაც კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარები. მანჩესტერში ცხოვრებით აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველოდები "იუნაიტედის" სახელოვანი წითელი მაისურით პირველი მატჩის ჩატარებას".
ვიდეოები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.