მადრიდის "რეალი" მზად არის, "მანჩესტერ იუნაიტედს" ხამეს როდრიგესი მიჰყიდოს.
კოლუმბიელი ვარსკვლავი "რეალს" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 56 მლნ. ფუნტად შეუერთდა, მაგრამ "წითელი ეშმაკები" მის შეძენას 50 მლნ. ფუნტად შეძლებენ.
ესპანურმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ როდრიგესი მადრიდში თავის სახლს ყიდის, რადგანაც კლუბში მისი დარჩენა დიდი ალბათობით აღარ მოხერხდება.
24 წლის შემტევს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რასაც მადრიდულ გრანდში ვერ იღებს. ხამესი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ფეხბურთელსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ერთი და იგივე აგენტი ჟორჟე მენდეში ჰყავთ და თუკი რაიმე სახის შეთანხმდება მოხდება, ეს მხოლოდ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.